თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამო" იქნება.

ხორვატებმა მაკედონიური "ვარდარი" განმეორებით მატჩში 3:2, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი ანგარიშით 5:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 26 ივლისს, ზაგრებში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი საქართველოს დედაქალაქში - 2 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ყველაფერში მონდომება და თავდადებაა საჭირო,სხვანაირად წარმატებას ვერაფერში ვერ მიაღწევ. თუ დინამოელები პირველივე წუთიდან ირწმუნებენ, რომ ისინი არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან. ყოველ წუთს ემახსოვრებათ, რომ მათ მთელი საქართველო უყურებს და გულშემატკივრობს,ისინი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებან ხალხისგან, რომელიც ყველა ჯილდოზე და ფულზე დიდი საჩუქარია.ამისთვის ღირს ცხოვრება და თავგანწირვა.ამიტომ გთხოვთ ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო დაგვანახეთ,რა შეგიძლიათ და როგორ გიყვართ თქვენი ხალხი და ქვეყანა.ამის შანსი ცხოვრებაში ყველას არ ეძლევა. თქვენი დევიზი უნდა იყოს "ან სიკვდილი ან გამარჯვება" ვნახავთ, რომ სასწაულები ხდება. ალბათ მილიონიდან ერთი გულშემატკივარიც არ იტყოდა 2016 ევროზე პორტუგალიის გაჩემპიონებას,მაგრამ მოხდა. მჯერა თავს არ შეირცხვენთ, მჯერა თქვენი გამარჯვების. დაუმარცხებელი არავინაა.
ნიკა
21 ივლისი 2016 12:55
0
ამ ორი თამაშით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვარდარი უკეთესი გუნდია ვიდრე დინამო ზაგრები
გულშემატკივარი
21 ივლისი 2016 12:15
0
999-ს,ქუთაისელს.შენს ქუთათურობაში ეჭვი მეპარება.ქუთაისელები შენსავით დუნდულა კუნთებით არ აზროვნებენ. ვინც დინამოს თამაშს საღად უყურებს,დაინახავს,რომ თამაშიდან თამაშამდე პროგრესი სახეზეა, გუნდს მწვრთნელის ხელი და ხედვა ეტყობა.2კვირა დიდი დროა და მჯერა ამ დროში ბიჭები ისე მოუმატებენ,რომ ზაგრებს 2 თამაშის ჯამში მოუგებენ.ვისაც გვჯერა გაგვატარეთ,ვისაც არა გაჩუმდით მაინც ბიჭებს გუნებას ნუ უწამლავთ.
21 ივლისი 2016 12:13
0
მთავარია გვჯეროდეს ყველას ფეხბურთელებიან გულშემატკივრებიანად, რომ ეს ბარიერი ნამდვილად არის გადასალახი. დიდი არაფერი გუნდია ისეთი,რომ მისი გამოგდება რაღაც სასწაული იყოს. ყველა ერთად დავდგეთ და ეს წარმატებაც მოვა. ვისაც არ გჯერათ რომ შეიძლება წარმატებით თამაში საერთოდ ნუ წერთ რამეს. ხომ შეიძლება ამ ყველაფერს ფეხბურთელებიც კითხულობდნენ და ნუ დაძაბავთ თქვენი პესიმისტური ააზრებით. წარმატებები დინამოსს.
Beqa
21 ივლისი 2016 11:52
0
მესმის გულშემატკივარის, რომელმაც დაკარგა რწმენა ქართული გუნდების წარმატების. ეს ბუნებრივია ზოგადად ქართული ფეხბურთის უახლოესი წარსულის ფონზე. მაგრამ თუ ვინმეს გული ნამდვილად შესტკივა ქართულ ფეხბურთზე, ის გვერდში უნდა დაუდგეს საკუთარ გუნდს მაშინ, როცა გუნდს გულშემატკივარის გვერდში დგომა ყველაზე მეტად ესაჭიროება. დინამოს ნახევარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისგან არის დაკომპლექტებული, 5 სექტემბერს უკვე მსოფლიოს შესარჩევს გახსნის ნაკრები თბილისში. დინამოს მხარდაჭერით და წარმატებით გულშემატკივარი ავტომატურად ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება.

ახლა რაც შეეხება დინამოს შემდეგ მეტოქეს. ზაგრების გუნდი არის უფრო მაღალი კლასის ვიდრე თბილისის, მაგრამ არც ისინი წყვეტენ ვარსკვლავებს. ვეთანხმები ყველას კომენტარს ვინც ამბობს რომ დაძლევადი ბარიერია, თუმცა არა ისეთი თამაშით როგრითაც დღემდე მოვიდა დინამო. ზაგრების დინამოს ფეხბურთელებმა მოახერხეს და 7 ყვითელი ბარათი მიიღეს ვარდართან 2 თამაშის ჯამში. მათმა მცველმა სტოიანოვიჩმა, რომელიც 21 ნომრით თამაშობს 2 ყვითელი მიიღო უკვე; კიდევ ერთი ყვითელი ავტომატურად შემდეგ თამაშს გამოატოვებინებს. ხისტი ფეხბურთელები არიან ხორვატები, უხეშ შეცდომებს უშვებდნენ ვარდართან. სახლში 2 გოლი მიიღო ვარდარისგან, რაც მათი დაცვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ეს სისუსტეები სწორად უნდა გამოიყენოს დინამოს ავდასხმამ. თუმცა მაინც დინამოზე ძლიერი გუნდი ჩანს და უდიდესი კონცენტრაცია და ყურადღება მართებს დინამოს თითოეულ ფეხბურთელს. ზაგრებს შეუძლია მოუმატოს და გაცილებით კარგად ითამაშოს თბილისთან. დაუძლეველი არ არის ზაგრები. შანსები 60/40-ზეა ზაგრების სასარგებლოდ.
ლუკა
21 ივლისი 2016 11:43
0
მაგ ზაგრების ფეხბურთელი იუვემ 25 მილიონად იყიდა.რომელი დინამოელი გაიყიდება 2,5 მილონად მაინც?რატო გაქვთ ილუზიები და ცაში რატო დაფრინავთ?პირველივე თამაშში გადაწყდება ყველაფერი მინიმუმ 3:0 მოიგებენ.ჩვენ დინამოს კიდე ეროვნულში ვუსურვოთ წარმატებები.
dato
21 ივლისი 2016 11:16
0
გორი რომ გაცდა ჰაიდუკს, მაშინ ჩვენი ჩემპიონატი უსწრებდა აზერებს, ყაზახებს, ფინელებს. ნახეთ თუ არ გჯერათ მაშინდელი რეიტინგები. ხორვატებიც არ იყვნენ ძალიან წინ. ბოლო სამი წელი ქართული ფეხბურთი უკან უკან წავიდა.
afera
21 ივლისი 2016 11:11
0
გიზოგ-ს რას ადარებ 1976 წელს, მაშინ პატრიოტული სულისკვეტება ამოძრავებდათ დრეს კი ტოტალიზატორი ამოძრავებთ რომც გინდოდეთ ვერ მოგართმევენ
999
21 ივლისი 2016 11:04
0
ზაგების დამარცხება შეიძლება. ვარდართან მისი თამაში ვნახე და უნდა ითქვას რომ მსაჯების დახმარებით გავიდნენ. ორივე პენალი მოგონილი იყო. ვარდარმა შინაც კარგი თამაში აჩვენა ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი.
gia
21 ივლისი 2016 11:01
0
ორი უსუსურის თამაში (ალაშკერტი-დინამო)დასრულდა შესაბამისი ანგარიშით, და ასეთი თამაშით გინდათ ზაგრების დაძლევა?ეცადეტ იმას რომ სამარცხვინოდ არ წააგოთ
lali
21 ივლისი 2016 10:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული