ხორვატებმა მაკედონიური "ვარდარი" განმეორებით მატჩში 3:2, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი ანგარიშით 5:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 26 ივლისს, ზაგრებში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი საქართველოს დედაქალაქში - 2 აგვისტოს.
ახლა რაც შეეხება დინამოს შემდეგ მეტოქეს. ზაგრების გუნდი არის უფრო მაღალი კლასის ვიდრე თბილისის, მაგრამ არც ისინი წყვეტენ ვარსკვლავებს. ვეთანხმები ყველას კომენტარს ვინც ამბობს რომ დაძლევადი ბარიერია, თუმცა არა ისეთი თამაშით როგრითაც დღემდე მოვიდა დინამო. ზაგრების დინამოს ფეხბურთელებმა მოახერხეს და 7 ყვითელი ბარათი მიიღეს ვარდართან 2 თამაშის ჯამში. მათმა მცველმა სტოიანოვიჩმა, რომელიც 21 ნომრით თამაშობს 2 ყვითელი მიიღო უკვე; კიდევ ერთი ყვითელი ავტომატურად შემდეგ თამაშს გამოატოვებინებს. ხისტი ფეხბურთელები არიან ხორვატები, უხეშ შეცდომებს უშვებდნენ ვარდართან. სახლში 2 გოლი მიიღო ვარდარისგან, რაც მათი დაცვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ეს სისუსტეები სწორად უნდა გამოიყენოს დინამოს ავდასხმამ. თუმცა მაინც დინამოზე ძლიერი გუნდი ჩანს და უდიდესი კონცენტრაცია და ყურადღება მართებს დინამოს თითოეულ ფეხბურთელს. ზაგრებს შეუძლია მოუმატოს და გაცილებით კარგად ითამაშოს თბილისთან. დაუძლეველი არ არის ზაგრები. შანსები 60/40-ზეა ზაგრების სასარგებლოდ.