"საბურთალოს" დღე გეტებორგში მიმდინარე "გოთია ქაფზე"

AutoSharing Option
გეტებორგში "გოთია ქაფზე" "საბურთალოს" ორმა გუნდმა სამი მატჩი გამართა და სამივე მოიგო.

ვოვა მუსერიძის ბიჭებმა შვედეთის "ჰულიეკი" გაანადგურეს 4:0 (საბა მამაცაშვილი, გუკა ხვედელიძე, ლუკა ურთმელიძე, ლაშა ჩიხრაძე), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და სამოცდამეოთხედფინალში ნორვეგიულ "ლინფუტბალს" შეხვდებიან.

ასევე იყოჩაღა "საბურთალოს" მეორე გუნდმა - გიორგი გეგუჩაძე ცნობილ მამას არ ჩამორჩა და ზედიზედ ორი თამაში მოიგო, ბიჭებმა შვედურ "ინგელშტადს" გადაურბინეს (4:0) სანდრო ღუდუშაურისა და მისი სეხნია გამრეკელაშვილის კარგი თამაშით - პირველმა ორი გოლი შეაგდო, მეორემ კი ორი საგოლე პასი გაახერხა, თითო-თითო ნიკა ალექსიძემ
და ლუკა ჩითინშვილმა გაიტანეს.

მეორე მატჩში შვედურვე "უტბიუნესთან" თაზო სახვაძემ, ნიკა ალექსიძემ, გიორგი კილოსანიძემ და გუკა ჯაფარიძემ დაბომბეს მეტოქე, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა, რომ არა ლუკა ხვისტანის სისხარტე - ზაზა თაფლაძის დარტყმულს დაამატა და 1:0. ასევე კარგად ითამაშა ყველაზე პატარა შოთა ჯანელიძემ და პატარა საბურთალოელებიც გავიდნენ 64 საუკეთესო გუნდს შორის, სადაც მათ ისევ შვედური "ჰაკენი" დაუპირისპირდება.

ხვალ გეტებორგში მცხოვრები ოცამდე ქართველი ვაპირებთ ბიჭების საქომაგოდ წასვლას.

სამწუხაროდ დამარცხდა "საქართველოს უნივერსიტეტი", რაც გიორგი თიგიშვილის ტრავმამ გამოიწვია - ამ ნიჭიერ ბიჭს ბურთს ვერ ართმევდნენ და ზედიზედ ორი ფეხბურთელი გააძევეს მასთან ორთაბრძოლაში, სამწუხაროდ მეორე წითელზე მეტოქემ ისე უხეშად ითამაშა, თიგიშვილი ვეღარ წამოდგა და ალბად კარგა ხნით გამოაკლდა გუნდს.

ლალი დვალი გეტებორგიდან
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ლუკა ხვისტანი წარმატებებიი.მაგარი ბიჭი ხარ,გაიხარეე
ლალიკო
10:12 26-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული