ივო შუშაკი: როცა 2002 წელს საქართველოში ჩავედი, საშინელი სიღარიბე იყო...

AutoSharing Option
26 ივლისს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს ზაგრებში ადგილობრივ "დინამოსთან".

ხორვატულმა 24sata.hr-მ ინტერვიუ ჩამოართვა ხორვატ სპეციალისტ ივო შუშაკს, რომელსაც "ქართული" წარსულის გამო ხუმრობით შუშაკშაშვილად მოიხსენიებს.

მართლაც, შუშაკმა ბევრი რამ იცის ყოფილ გუნდზე, თუმცა ახლა ის სწორედ თბილისელთა მეტოქის ბანაკშია - 10 დღის წინათ ის ზაგრების "დინამოს" აკადემიის შეფად დანიშნეს!

"მე დავთანხმდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე და გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა. რაც საქართველოდან წამოვედი, 7-8-ჯერ დავბრუნდი იქ, როგორც სტუმარი. კარგია, ზაგრებში ჩემი მეგობრებიც ჩამოვლენ
თბილისიდან. ქართველები ძალიან თბილი ხალხია, დაახლოებით, როგორც ჩვენ. მინდა ვთქვა, რომ რაც საქართველოში ვიყავი, ერთი ასამდე ოჯახში ვარ სტუმრად ნამყოფი", - ამბობს შუშაკი.

"როცა პირველად 2002 წელს ჩამოვედი საქართველოში დიდად ვერ აღვფრთოვანდი. ზოგს ხელფასი ჰქონდა 50 დოლარი თვეში, ხშირად ნახევარ ქალაქს შუქი არ ჰქონდა. საშინელი სიღარიბე იყო. მაგრამ მერე სიტუაცია რეალურად გამოსწორდა", - განაცხადა შუშაკმა.

ხორვატებისთვის თემურ ქეცბაიას სახელი ბევრზე მეტყველებს, 1997 წელს მან როგორც ფეხბურთელმა ხელი შეუშალა ზაგრებელებს, როცა "ნიუკასლის" მაისურით გაიტანა, 2011 წელს კი სანაკრებო დუელი მოუგო ბილიჩს.

"მე და ქეცბაია კარგი მეგობრები ვართ. ბოლოს საქართველოში რომ ვიყავი, მან დაპატიჟა შინ პიკნიკზე", - იხსენებს შუშაკი. ხორვატულ წყაროს კი უხარია, რომ ქეცბაია ამჟამად ბერძნულ კლუბს წვრთნის.

შუშაკი მომავალ დაპირისპირებაზეც საუბრობს: "ქართველებთან იოლი არ იქნება. ეს ძალიან ნიჭიერი საფეხბურთო ერია. მაგრამ ჩვენი "დინამო" უკეთესია და მნიშვნელოვანია თბილისში კარგი შედეგით ჩავიდეთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ადამიანი რომელმაც ქართველებს ხორვატი ერი შეგვაყვარა. მართლაც რომ კაცობიე ეტალონი და თავისი ქვეყნის ღირსეული შვილია, ვაჟკაცი კაცია. მას უყვარს საქართველო. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ქართველ და ხორვატ ხალხს ბატონი ივო შუშაკი.
გიო
26 ივლისი 2016 21:23
0
ივო არის ერთ ერთი ყველაზე მაგარი ადამიანი ვინც ოდესმე ცხოვრებაში შემხვედრია, ძალიან მეამაყება რომ როცა რუსეთს მოვუგეთ მე ნაკრების პრეს ატაშე ვიყავი და ჩემს მიწოდებულ ინფორმაციებს ყოველთვის ყურადღებით უსმენდა. მაგრამ ახლა ისმ შემთხვევაა, რომ მისი გუნდის წარუმატებლობა უნდა გამიხარდეს! ჩვენს დინამოს აქვს უდიდესი შანსი გავიდეს ჩემპიონთა ან ევროლიგაზე. საჭიროა მხოლოდ ზაგრების გავლა!!!
mamuka kvaracxelia
26 ივლისი 2016 12:08
0
დინამომ სომხებთან აქ რომ მეორე ტაიმი ითამაშა ეგ თამაში გვინდა. რაც შეიძლება მეტ ხანს უნდა ვაკონტროლოთ მოედნის ცენტრში ბურთი. თუ უაზრო გადაგდებები დაიწყეს წინ მაშინ ბევრს გაგვიტანენ. იმედია მოახერხებენ და სასურველ შედეგს ჩამოიტანენ
Geo
26 ივლისი 2016 08:51
0
თქვენ აქ ტოტალიატორი უფრო გაინტერესებთ ვიდრე ფეხბურთი
bacho
26 ივლისი 2016 00:22
0
2 დღეა, მეც მაგას ვაკვირდები. 2-ის კუში 10,5 დან 8,5-დე შემცირდა 2 დღეში. მეც ასე მგონია,ნაღდი "2"
25 ივლისი 2016 20:36
0
ნულოვანი ფრე არ გვაწყობს არავითარ შემთხვევაში.1-1 და ან 2-1 მგონია ხვალ ზაგრების სასარგებლოდ
giorgi
25 ივლისი 2016 20:31
0
ხვალ x მგონია!
გუჯა კახაძე
25 ივლისი 2016 20:14
0
1-2 ია ხვალ ყველა შემთხვევაში
qutaisi
25 ივლისი 2016 20:00
0
რავქნა რომ 2 იანი არ მასვენებს. ნაღდად ასე დაჯდება ხვალ. მიდით ბიჭებო.
kaxa
25 ივლისი 2016 18:56
0
რავქნა რომ 2 იანი არ მასვენებს. ნაღდად ასე დაჯდება ხვალ. მლდლთ ბიჭებო
kaxa
25 ივლისი 2016 18:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული