ახლა გამაყუჩებელიც აღარ მშველოდა - "დინამო" ზაგრებში გიორგი ქვილითაიას გარეშე წავიდა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს", ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამოსთან", ფორვარდი გიორგი ქვილითაია ვერ დაეხმარება. საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გუნდს ხორვატიაში ტრავმის გამო ვერ გაჰყვა.

- დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!

თბილისში იძულებით დარჩენილმა ფორვარდმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"საზარდულის ტრავმაა. "ალაშკერტთან" პირველი მატჩის დასრულებიდან მეორე დღესვე ვიგრძენი ტკივილი.  ერევანში გასამართი მატჩისთვის ტკივილგამაყუჩებლებით მოვემზადე. ის თამაში სწორედ ნემსებით ჩავატარე...

მაგრამ ახლა უკვე ტკივილგამაყუჩებელი და ნემსები აღარ მშველოდა, ამიტომაც ვეღარ შევძელი გუნდთან ერთად ზაგრებში გამგზავრება.

ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 5 დღე უნდა და საპასუხო მატჩისთვის, დიდი ალბათობით, მზად ვიქნები", - გვითხრა ქვილითაიამ.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ დართეს ნება ექიმებმა რომ ეთამაშა ერევანში? იმიტომ რომ არაპროფესიონალურად მოიქცა დინამოს სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბი. და კიდევ იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის პრეტენზიის მქონე გუნდს სასაცილოდ მოკლე სათადარიგო სკამი ყავს. შთაბეჭდილება რჩება რომ დინამოს მენეჯმენტში არაპროფესიონალები იღებენ გადაწყვეტილებებს.
ლუკა
26 ივლისი 2016 17:19
0
და რატომ რა დააშავა??? რა გინდა კაცი სამსახურს ეძებს
zangura-s
26 ივლისი 2016 15:54
0
უკეთესიც არი რადგამ ზაან სუსტი ფეხბურთელია. დამტკიცდა კიდეც წინა თამასჰებში რამდერნი ასპროცენტიანი შანსი გაანიავა?
kaxi
26 ივლისი 2016 15:37
0
ადმინ, გუჯა კახაძე რო დაბლოკო მოჟნა??
zangura
26 ივლისი 2016 15:34
0
ოპტიმიზმი კარგია მაგრამ, ზაგრების D თამაში ნანახი გაქვთ ხალხო? ზალიან კარგი გუნდია ერთი სუსტი ხაზი დაცვაა მაგრამ არც ჩვენ გვყავს ისეთი შემტევები რომ ეს დაცვა გაარღვიოს... ალბათ ფრე საუკეთესო შედეგი იქნება დინამოსთვის და მერე სახლში შეიძლება მოხდეს რაღაც სასტტტაული.... წარმატებები თბილისის Dინამოს !!!
murtaziko
26 ივლისი 2016 15:18
0
დღეს დინამოს ეგზეკუციის დღეა
999l
26 ივლისი 2016 14:40
0
ტრავმა არა იასამანი... არ არის ფორმაში ეს ალაშკერტთან ორივე მატჩში ჩანდა და ამიტომ დატოვა...
firuza
26 ივლისი 2016 14:10
0
საზარდულის ტრავმა ნემსებით არ ინკურნება. მედიკოსები როდის უნდა მიხვდნენ, რომ შედეგის მკურნალობა დროებითი პრევენციაა და მიზეზი მომავალში იგივე ტრავმას გამოიწვევს. საჭიროა მიზეზის მოშორება და ეს ჩემმა ყველა მოსწავლემ იცის. ამიტომაც არ ემართებათ საზარდულის ტრავმა (თუმცა ეს ისედაც ყველამ იცით).
გუჯა კახაძე
26 ივლისი 2016 14:02
0
არაუშავს, დვალა და გელაშაც უნდა გამოიყენოს კონტრატაკაზე იქნებ გაიქცეს ერთი.
----------------Scribe--------------
lobjana-rene-amisa-spicic
--------paruna-cincadze-------
jigauri-papunashvili-coureur
-----------dvalishvili------------
თბილისელი
26 ივლისი 2016 13:28
0
..და რა აუციელებელი იყო ერევანში თამაში და გარისკვა ჯამრთელობით!(((დღეს უფრო მნიშვნელოვან თამაშს რატომ ტოვებს?ნუთუ ალიშკერტი მრისხანე მოწინააღმდეგე იყო და ქვილითაიას გარეშე ვერ გაუმკლავდებოდნენ?
ზაზა
26 ივლისი 2016 12:51
0

სიახლეები პოპულარული