Kurier: ვენის "რაპიდს" გიორგი ქვილითაია სურს

AutoSharing Option
ავსტრიული Kurier-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდი" გამალებით ეძებს ცენტრფორვარდს და თვალი თბილისის "დინამოს" ფორვარდ გიორგი ქვილითაიასთვის დაუდგამს.

"193 სმ სიმაღლის ქართველი იდეალური შემცვლელი ჩანს იელიჩის. მან ქართულ ლიგაში 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა. ქართველი საჰაერო დუელებში ძლიერია და თავურით ბევრი გოლის გატანა შეუძლია", - წერს წყარო.

მატეი იელიჩი "რაპიდის" ხორვატი ფორვარდია, რომელსაც სერიოზული ტრავმა აქვს.

"რაპიდის" გერმანელი სპორტული დირექტორი ანდრეას მიულერი უკვე აცხადებდა, რომ კლუბი გამალებით ეძებს იელიჩის შემცვლელს, თუმცა ქვილითაიასთან დაკავშირებით "რაპიდში" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ცნობისთვის, ამ ზაფხულს 22
წლის ქართველი ფორვარდისადმი ინტერესს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებს: "კაიზერსლაუტერნს", "ბრაუნშვაიგსა" და "კარლსრუეს", თურქულ "ტრაბზონსფორს", კიევის "დინამოსა" და ბორისოვოს ბატე-საც მიაწერდნენ. მოგვიანებით ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე, თბილისის "დინამოს" არ დატოვებს.

- ახლა გამაყუჩებელიც აღარ მშველოდა - "დინამო" ზაგრებში გიორგი ქვილითაიას გარეშე წავიდა!
მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან საეჭვოდ დაემთხვა რაპიდის ინტერესი და ქვილითაიას არ წასვლა ზაგრებში... იმედია რასაც ვფიქრობ ის არ მოხდა
effe
27 ივლისი 2016 12:24
0
არა რა რაპიდი არსენალი იხვეწება მაგრამ არ მიდის
gega
27 ივლისი 2016 01:33
0
კვიპროსის ან ყაზახეთის გუნდებიდან ინტერესი არ არის? ეს უფრო რეალური უნდა იყოს მისთვის...
zura
27 ივლისი 2016 01:12
0
კაი რა ეს რაპიდის მეორე გუნდში ვერ გაქაცავს
ქუთეისელი
26 ივლისი 2016 18:35
0
გაუშვასს რააა!!! არააა ცუდი თავდამსხმელი, მაგრამ უკეთესი მინდა დინამოში!
Dinamo
26 ივლისი 2016 18:19
0
სიმართლე-ს. როგორც იტყვიან, მაგ სიმართლით გევლოს მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. იაშკამ გაქაჩა ხომ?....
გუგა
26 ივლისი 2016 17:37
0
"რაპიდი" არა "ბარსელონა" იწვევს. შეეშვით ამ ძალით გაქაჩვას და სისულელეებს! ქვილითაია იაშვილმა გაქაჩა და საქართველოს ჩემპიონატი არაა საზომი."რაპიდი" კი არა "დინამომ" უნდა ეძებოს მისი შემცვლელი!
სიმართლე
26 ივლისი 2016 17:27
0
მოიმიზეზა ტრამვა, და არ წაყვა დინამოს ხორვატიაში, ეს არის უმადური ფეხბურთელის გამოხატულება, სომხეთთან ორივე თამაშში თავი ვერაფრით გამოიჩინა, იმის მაგიერ რომ დაეხმაროს გუნდს თბილისში დარჩა..
ქართველი
26 ივლისი 2016 17:13
0
იმიტომ იკარგება ახალგაზრდა პერსპექტიულ ფერხბურთელი რომ 22 წლის ასაკში გაქცევაზე არიან, თამაშიდან თავს იკავებენ და ტრანსფერებზე არიან გადართულნი... ხომ არ აჯობებდა ფედერაციან დააწესოს რეგულაციები და განსაზღვროს ასაკი, რის შემდეგაც ფეხბურთელს შეეძლება წავიდეს საზღვარგარეთ სათამაშოდ.
ქართველი
26 ივლისი 2016 17:11
0
ara mgonia rapidma kvilitaias nair forvardebze daamkaros imedebi, magram zurnalistebma ragaz xo unda dateron...
gimi
26 ივლისი 2016 16:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული