"მთავარი იარაღი, რითაც მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, გულშემატკივარია!"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, ბევრ კომპონენტში მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც, რაც, საბოლოოდ, სტატისტიკაშიც აისახა, მაგრამ შეცდომები დავუშვით, რის ხარჯზეც საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ. ზაგრების "დინამოს" ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

გაშვებული გოლების შემდეგაც გვქონდა ბევრი
მომენტი, რომელთა რეალიზებაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ჩემი აზრით, 0:2-ით წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

ეს თამაში უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა საკუთარ მოედანზე სწრაფი გოლის გატანას უნდა ვეცადოთ, მომენტების რეალიზება მოვახდინოთ, მთავარი იარაღი კი, რითაც მეტოქის დამარცხება შეგვიძლია - გულშემატკივარია! უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავძლიოთ ეს ბარიერი. პირველმა თამაშმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება", - გვითხრა პარუნაშვილმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
შეუძლია ტფილისის დინამოს დამარცხება ზაგრიების დინამო ვინ არის გაიხსენეტ რა უქნა საქარტველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს ყველაფერი შესაძლებელია მთავარია მოდომება გაზრებული თამაში მაშინ გავიმარჯვებათ გელაშვილმა რა ქნა ჩემი მარტლა ვეტახმები კომეტატორემა რო ტქვა ეს არისო გაფუჩების სპეციალისტი და ეს ასეა იმედი მაქვს ქვილიტაია ითამაშებს ყველას მოგიწოდებთ ყველანი სტადიოზე მხარი დაუჩიროთ ჩვენ ბიჩებს და მოვიგებთ მერწმუნეთ ჩვენ დავამარცხებთ ზაგრების წარმატებები დინამოს
lasha
29 ივლისი 2016 12:18
0
მე მჯერა თქვენი! ყველანი სტადიონზე!
gulshematkivari
28 ივლისი 2016 19:04
0
მიდით რა, მოახდინეთ რა პატარა სასწაული,მიდით რა შეჭამეთ რა,მიდით რა დაანგრიეთ დიდი ანგარიშით,მიდით რა ბიჭებო,ხომ ნახეთ არაფერი გუნდი არ არის!
მე მიყვარს ჩემი სამშობლო!საქართველო!!!!
28 ივლისი 2016 16:18
0
30 წლის მანძილზე თამაში არ გამიცდენია დინამოზე. ჯანმრთელობის გამო ბოლო პერიოდში ვერ ვახერხებდი. 2-ში მეც წამოვალ, ყველანი მოვალთ, გაგამხნევებთ. და თქვენც თავი უნდა დადოთ. უფალი და საფეხბურთო იღბალი თქვენსკენ, ჩვენსკენ იქნება. წარმატებები!
alexandre
28 ივლისი 2016 15:59
0
Me piradad didi xnis shesvenebis shemdeg vubrundebi stadions! Radgan am bichebma daimsaxures gverdshi dgoma radgan kargad tu cudad,fexburts, namdvil fexburts tamashoben! Unda gavavsot stafioni da zveleburad u da davagugunot- di-na-mo!!! Gmerti gvparabfes!
Tao
28 ივლისი 2016 15:56
0
გულშემატკივარი მოვა..!! აბა ვნახოთ თქვენ როგორ შეასრულებთ თქვენ სიტყვას...!)))))))))))))
svani
28 ივლისი 2016 15:42
0
მთავარი იარაღი არის მონდომება,ბრძოლა და თავდადება!!ჩვენ რაც შეგვეძლება თქვენთანა ვართ.წარმატებები,ღმერთი თქვენთან!
tazo
28 ივლისი 2016 15:37
0
აბა ფეხბურთის თამაში თქვენ არ იცით და იქნებ გულშემატკივარმა მაინც მოიგოს :დდ
chila
28 ივლისი 2016 15:16
0

სიახლეები პოპულარული