იურაი იარაბეკი: პლეი-ოფში შანსებს ვიტოვებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისელები დღეს ზაგრების "დინამოსთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი - 0:3 და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს.

- დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

"ახლა ძალიან მიჭირს. მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც გულითა და სულით ითამაშეს. სამწუხაროდ, სწრაფი გოლის გატანის ნაცვლად, საკუთარ კარში მივიღეთ და 4 გოლის
გატანა დაგვესახა მიზნად. ამის შემდეგ სქემა შევცვალე, ორ ფორვარდზე გადავედი. არაერთი მომენტი შეგვექმნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა....

გაშვებულ გოლში მეკარეს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ორმა გუნდმა უნდა ითამაშოს, დღეს კი ერთი გუნდი უტევდა, მეორე კი დაცვაში იდგა და მეტოქის შეცდომას ელოდა. არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მე ვამბობ, რომ მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩებოდით.

ტრანსფერებზე ვერაფერს გეტყვით. ქვილითაია მიდის, გელაშვილი კი იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც შეუძლია. გუნდის ლეგიონერებს დრო სჭირდებათ. ვფიქრობ, მომავალში ისინი კლუბს აუცილებლად გააძლიერებენ. დღეს კი გულდაწყვეტილი ვარ, რადგან სწრაფი გოლის გამო თამაში ვეღარ ავაწყეთ.

პირველ 6 წუთში რენემ ორი შეცდომა დაუშვა, რაც არ ვიცი, რისი ბრალია. ამისულაშვილი და ლობჟანიძე ნაკრების წევრები არიან და ორივემ კარგად ითამაშა. გუნდს 20 ფეხბურთელი ჰყავს და მომავალში ყველას თავისი შანსი მიეცემა.

"დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ანუ დეკემბრამდე მაქვს. შესაძლოა, გუნდის პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადოს და დამემშვიდობოს, ეს არავინ იცის, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი კარგად ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია, ვითარდება და გასათვალისწინებელია, თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე. ვნახოთ, რა იქნება. ეგროპის ლიგის პლეი-ოფში რთული გუნდებია, შანსებს ვიტოვებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფში თავისი მეტოქის შესახებ თბილისელები პარასკევს, 5 აგვისტოს შეიტყობენ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
რენეც ... ერთი მაგის ნატამაშევი არ გეიშვას იქეტ, გოლიც რენეს სინდისზე იყოს, ტუმცა ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე მოაზროვნეა, ფაკტია, მაგრამ ევროპის დონეზე ბევრად დაბალია, ბურთს არ იშორებდა, მგონი ქართველი ფეხბურთელების ავადმყოფობა გადაედო, ცჰემი ნება რომ იყოს, ფეხბურთის ფულებს, კალათბურთსა და რაგბში, დავაბანდებდი ჯიგრები არიან, და კიდევ უფრო გაძლიერდებოდნენ! ფეხბურთი მოკვდა საქართველოში! ამატ შრომა არ უნდათ და ისე დღეს არავინ არ მოგაგებინებს!!!
gio
03 აგვისტო 2016 09:31
0
მწვრთნელის როლის შეფასებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თამაშის ტრანსფორმაციას შესვენების შემდეგ. დსმწუხაროდ, მეორე ნახევარში ჩვენები საერთოდ უშანსოდ იყვნენ. მეორე ნახევრის დასაწყისიდან ყურებჩამოყრილები ჩანდნენ...არადა, მთელი ტაიმი სულაც არ არის ცოტა...
სიმართლის მოყვარული
03 აგვისტო 2016 09:24
0
დიდად ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ მარა ერთი კითხვა დამებადა. მარტო ქართველებს რატო "ეჭრებათ" ბურთი დარტყმის დროს ? რაც დაარტყეს ყველა როგორ უნდა "აგეჭრას" ))))) თან გასამართლებელი საბუთი როა "ამეჭრა ძმა რა მექნა ტო" :D :D :D
ravici-ravici
03 აგვისტო 2016 08:42
0
romplei ofshi eseni vis gaagdeben.dinamos saxels arcxvenen da im legendarul dinamoelebsac arcxvenen romlebmac didi saxeli moutanes kartul fexburts.es aris raionis pirvelobaze motamashe gundi.roman fifias magari nervebi konia amat fuls ro uxdis da aset pirobebshi amkofebs.100 celi ro avarjisho eseni arasdros ar iknebian fexburtelebi.toxi daikavon da kanashi toxnon simindi.baton fifias ki moucodeb gachirvebulebs an avadmkof bavshvebs gadauricxos fuli.is ufro didi madli ikneba
goga
03 აგვისტო 2016 08:27
0
ეს არი სჰედეგი დზმაო დინამოსჰი იდება მარტო ფული და სხვა გუნდის ფეხბურტელები მსჰივრები არიან.გუნდს არ აკეტებენ ჰვენტან ფულს ატეტრებენ და საკუტარ ბიზნესებისტვის იყენებენ.
ბაჯო
03 აგვისტო 2016 08:19
0
უკეთესი დონის ლეგიონერების საყიდლად თითოზე რამოდენიმე მილიონია საჭირო. ამდენ ფულს ვერავინ დახარჯავს. ასე რომ დავეშვათ მიწაზე. ეხლა მთავარია ფიფიამ არ დაშალოს გუნდი და შესათანაშებლად ერთი სეზონი მაინც მისცეს გუნდს.
Kote
03 აგვისტო 2016 07:59
0
გამოდით და კიდე ილაპარაკეთ რენე ნაკრებშიო ხო დაინახეთ ექ თქვენი რენე ეხლა რო ერთ ჩვეულებრივი ქართული ფეხბურთის დონეა.
patrioti
03 აგვისტო 2016 07:24
0
იურა მგონი დინამო შენთვის პირველი გუნდია ან სხვა პლანეტიდან ხარ რას უტევდი მითუმეტეს მეორე ტაიმს შენ მგონი მარსელიხარ,მაგ ფიფიამ კიდე ეხლავე უნდა გაგიშვას სახში.
fcb
03 აგვისტო 2016 07:21
0
გელაშვილს გაუფრტხილდიტ ფეხი არ ,მოიტეხოს ტორემ ფიფია დაიღუპებიტ
შოთა გუგეშაშვილი
03 აგვისტო 2016 06:54
0
რენე სუსტი ფეხბურთელია, კვერკველია, მაგაზე 10 თავით მაღლა დგანან. ტიპი იმენნა ტორმუზია, არადეკვატურ გადაწყვეტილებებ იღებს, მოუქნელი, საჯარიმოსთან ბურთს კარგავს, შეტევას ვერ იწყებს ...
KAKA
03 აგვისტო 2016 06:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული