იურაი იარაბეკი: პლეი-ოფში შანსებს ვიტოვებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისელები დღეს ზაგრების "დინამოსთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი - 0:3 და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს.

- დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

"ახლა ძალიან მიჭირს. მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც გულითა და სულით ითამაშეს. სამწუხაროდ, სწრაფი გოლის გატანის ნაცვლად, საკუთარ კარში მივიღეთ და 4 გოლის
გატანა დაგვესახა მიზნად. ამის შემდეგ სქემა შევცვალე, ორ ფორვარდზე გადავედი. არაერთი მომენტი შეგვექმნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა....

გაშვებულ გოლში მეკარეს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ორმა გუნდმა უნდა ითამაშოს, დღეს კი ერთი გუნდი უტევდა, მეორე კი დაცვაში იდგა და მეტოქის შეცდომას ელოდა. არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მე ვამბობ, რომ მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩებოდით.

ტრანსფერებზე ვერაფერს გეტყვით. ქვილითაია მიდის, გელაშვილი კი იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც შეუძლია. გუნდის ლეგიონერებს დრო სჭირდებათ. ვფიქრობ, მომავალში ისინი კლუბს აუცილებლად გააძლიერებენ. დღეს კი გულდაწყვეტილი ვარ, რადგან სწრაფი გოლის გამო თამაში ვეღარ ავაწყეთ.

პირველ 6 წუთში რენემ ორი შეცდომა დაუშვა, რაც არ ვიცი, რისი ბრალია. ამისულაშვილი და ლობჟანიძე ნაკრების წევრები არიან და ორივემ კარგად ითამაშა. გუნდს 20 ფეხბურთელი ჰყავს და მომავალში ყველას თავისი შანსი მიეცემა.

"დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ანუ დეკემბრამდე მაქვს. შესაძლოა, გუნდის პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადოს და დამემშვიდობოს, ეს არავინ იცის, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი კარგად ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია, ვითარდება და გასათვალისწინებელია, თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე. ვნახოთ, რა იქნება. ეგროპის ლიგის პლეი-ოფში რთული გუნდებია, შანსებს ვიტოვებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფში თავისი მეტოქის შესახებ თბილისელები პარასკევს, 5 აგვისტოს შეიტყობენ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს მაგარი მწვრთნელია კიდევ, რომ გვპირდები დაპირებას შესრულება უნდა!! კაცობის კომპონენტია ეს!)) გულშემატკივარი მოვიდა და ჩვენი სიტყვა შევასრულეთ თქვენ?!
ეს წაგება შენი ბრალია განსაკუთრებით ზაგრებში არასწორი ტაქტიკით იყავი ზაგრებში და ეხლა ეს თბილისის თამაში გადმონაშთია ზაგრებიდან და დიდი მნიშვნელობა აღარ ქონდა ამ თამაშს, აი ხომ გვქონდა უპირატესობა მთელი მატჩი განმავლობაში გუშინ ასეთუისე, მაგრამ მაინც წავაგეთ, იმიტომრომ სწორი ტაქტიკით ათამაშა მწვრთნელმა ფეხბურთელები ეხლა გინდათუარა დაუყოვნებლივ მოხსენით ეს კაცი არ ვამბობ მაგრამ, შევხედოთ ევროპალიგის პლეიოფში როგორ იქნება საქმე იქაც თუ ვერ გაიყვანა გუნდი, აი მერე მართლა გასაშვებია საიდანაც მოვიდა))))))) კარგი რა ვერავინ ვერ მეტყვის რომ არ შეიძლებოდა ამ გუნდთან თამაში, როგორ მოიგო ირლანდიის ჩემპიონმა ბატესთან და ისტორიულ შედეგს მიაღწია?!! ჩემპიონატი რომელიც მოყვარულ დონეზეა თითქმის, მისი ჩემპიონი რომელიც ნახევრად მოყვარული გუნდია ითამაშებს ევროპალიგის ჯგუფურზე მინიმუმ))))) ერთხელ ჩვენც ხომ შეიძლება ჩვეეენც!!!!!!! (არ დამიბლოკო ადმინ)
svani
15:05 03-08-2016
0
Mosamzadebel etapze amxanagur tamashebshi sheetko gunds ro mcvrtneli ar kavda da zagrebtan ras gaxdeboda. Xucishvili tavis menejmentianaa mosashorebeli dinamodan zestaponi xo aakvava dinamoshi ro amushaveben misi rchevitaa es uvici mcvrtneli mocveuli. Gabalasi mshurs mshvenieri gundi aackves erti normaluri espaneli mcvrtneli ra gaxda burtis migeba mainc ro ascavlos am Vai tegburtelebs...
Dato-realoba
11:34 03-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული