იურაი იარაბეკი: პლეი-ოფში შანსებს ვიტოვებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისელები დღეს ზაგრების "დინამოსთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი - 0:3 და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს.

- დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

"ახლა ძალიან მიჭირს. მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც გულითა და სულით ითამაშეს. სამწუხაროდ, სწრაფი გოლის გატანის ნაცვლად, საკუთარ კარში მივიღეთ და 4 გოლის
გატანა დაგვესახა მიზნად. ამის შემდეგ სქემა შევცვალე, ორ ფორვარდზე გადავედი. არაერთი მომენტი შეგვექმნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა....

გაშვებულ გოლში მეკარეს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ორმა გუნდმა უნდა ითამაშოს, დღეს კი ერთი გუნდი უტევდა, მეორე კი დაცვაში იდგა და მეტოქის შეცდომას ელოდა. არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მე ვამბობ, რომ მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩებოდით.

ტრანსფერებზე ვერაფერს გეტყვით. ქვილითაია მიდის, გელაშვილი კი იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც შეუძლია. გუნდის ლეგიონერებს დრო სჭირდებათ. ვფიქრობ, მომავალში ისინი კლუბს აუცილებლად გააძლიერებენ. დღეს კი გულდაწყვეტილი ვარ, რადგან სწრაფი გოლის გამო თამაში ვეღარ ავაწყეთ.

პირველ 6 წუთში რენემ ორი შეცდომა დაუშვა, რაც არ ვიცი, რისი ბრალია. ამისულაშვილი და ლობჟანიძე ნაკრების წევრები არიან და ორივემ კარგად ითამაშა. გუნდს 20 ფეხბურთელი ჰყავს და მომავალში ყველას თავისი შანსი მიეცემა.

"დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ანუ დეკემბრამდე მაქვს. შესაძლოა, გუნდის პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადოს და დამემშვიდობოს, ეს არავინ იცის, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი კარგად ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია, ვითარდება და გასათვალისწინებელია, თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე. ვნახოთ, რა იქნება. ეგროპის ლიგის პლეი-ოფში რთული გუნდებია, შანსებს ვიტოვებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფში თავისი მეტოქის შესახებ თბილისელები პარასკევს, 5 აგვისტოს შეიტყობენ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
Dinamos ar yavs chempionta ligis donis shesabamisi arc mwvetneli da arc fexburteli. Esaa realoba. Ra's tamashobs gundi gaugebaria. Kaci ambobs gelashvilzw RAC sheuzlia imas tamashobso! Made tamashi naxevar saqaetvelos sheuzlia. Sircxcilia! Dgevandeli dinamos donis fexburtelebs digomshi, bazaze darajad at aiyvandnen
andro
03 აგვისტო 2016 04:01
0
ეეხ ამ სასტავიტ ვერაფერს ვერ იზამენ დავიგალეტ უკვე ეს ხალხი რომან ფიფიას კიდევ მივმარტავ ტუ ყიდულობენ ცესიერები იყიდონ ლეგიონერებზე მაკვს საუბარი ერტი რენე გვყვავს მარტლა კარგი ფეხბურტელი აი სხვებზე კი რა მოგახსენოტ ერტი კარგი გონიერი ნახევარ მცველი და ერტიც ფორვარდი რომ დაიმატონ რა მოხდება? ოტარ კიტეისვილმა კარგად იტამასა საგოლ კყველა ბურტზე ბრზოლობდა აი სხვები კი უაზროდ დარბოდნენ როდემდე უნდა გაგრზელდეს ეს საცოდაობა.რაგაცა უნდა მოიფიკროს ფიფიამ
amirani
03 აგვისტო 2016 02:53
0
წარმატებას ვუსურვებ დინამოს ევროპა ლიგაზე! თუ ამ დინამოს რამდენიმე ფეხბურთელი შეიცვლება უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელით, მაშინ დინამო გაცილებით ადვილად გაივლის ზაგრების დონის ბარიერს მომავალში. აშკარა სისუსტეები მოედნის ყველა ნაწილში და განსაკუთრებით დამაბოლოვებელ ფაზაში უნდა გამოსწორდეს. დინამოს თუ სურს ევროსარბიელზე წარმატებულ გუნდად ჩამოყალიბება, უნდა გადახალისდეს და გაძლიერდეს. ეროვნული ჩემპიონობა არაფერს არ ნიშნავს ევროპაში.
ლუკა
03 აგვისტო 2016 01:51
0
იბერია-ს ესე ორი მომენტით ნუ აფასებ რა ფეხბურთელს რენე უნდა იყოს ნაკრებში ძალიან მაგარი მცველია საქართველოს დონეზე)) თან ახალგაზრდაა
svani
03 აგვისტო 2016 01:43
0
ლანდიის ჩემპიონატი რომელიც მოყვარულ დონეზეა თითქმის მისი ჩემპიონი გადის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში) მინიმუმ ეს მოყვარული კლუბი ევროპალიგის ჯგუფში იქნება))))))))))) ნუ არვიცი რა ვთქვა))))))))) ერთხელ ჩვენც ხომ შეიძლება ჩვეენც
svani
03 აგვისტო 2016 01:41
0
რენე ვის გინდოდათ ნაკრებში გამოდით უნდა დაგთვალოთ! - კაცმა 8 წუთში სამი შეცდომა დაუშვა! ან კიდევ რის იმედი უნდა გვქონდეს-ყველას გვინდა მაგარ ევროპულ გუნდებში გადავიდნენ ბიჭები, ვითომ ნაკრებს გამოადგებიან,მაგრამ აღარ ვფიქრობთ საქართველოში ვიღამ ითამაშოს-თავდამსხმელმა გელაშვილმა?რომელსაც 3 გოლი აქვს გატანილი თავის ცხოვრებაში,აქედან ერთი მოხვდა შემთხვევით(ბოხუმში).თუ ჩვენ ვფიქრობთ მათ მატერიალურ კეთილდღეობაზე(არდა 5 000 ები აქვთ საშუალოდ,როცა ჩვენი პენსია 158 ლარია!) და იმიტომ გვინდა მათი საზღვარგარეთ თამაში?!
იბერია
03 აგვისტო 2016 01:24
0
ვინ უტევდა? ზაგრების მეკარე მეცოდებოდა. იმ წვიმაში უსაქმო უმოძრაობისაგან ხომ არ გაცივდა, ნეტავ? საერთოდ, ერთი დარტყმა მაინც წავიდა კარის ჭრილში? აცილებით კი კარებს მეც ავაცილებ, დამარტყმევინეთ!
ნოდარი
03 აგვისტო 2016 01:13
0
მართალია,თენგო რენე სასწრაფოდ ნაკრებში,თორემ შეიძლება სომხებმა აგვაცალონ, ეს ბრილიანტი ხელიდან.
სოსო
03 აგვისტო 2016 00:24
0
ზაგრები გვკარნახობდა თამაშის მსვლელობას, თან ორივე შეხვედრაში, ამ შემადგენლობით ალაშკერტი ძვლივს გააგდეს და რისი იმედი უნდა ქონოდა ამ "გენიოსს"??? ხალხის მოტყუებას ჯობია მეტოქე ფეხბურთელების მოტყუება ისწავლოთ!!!
გულშემატკივარი
02 აგვისტო 2016 23:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული