ოღონდ მოვიდნენ და... უჩა სოსიაშვილი "დილაში" ინვესტორების მოსვლაზე

AutoSharing Option
"დილა" უმაღლესი ლიგის ახალ სეზონში წითელ ჯგუფში ასპარეზობს. სასტარტო ტურში გორელები ისვენებდნენ, პირველი მატჩი კი მეორე ტურში შინ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "ზუგდიდთან" გუშინ ჩაატარეს. წინა დღეს კი "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალი ჩემპიონატისთვის მომზადებასა და ზოგადად, კლუბის მომავალზეც ისაუბრა...

სანამ სოსიაშვილის პრესკონფერენციაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ "დილას" შეძენას ებრაული ბიზნესჯგუფი ცდილობს, რომელიც ორ თვეზე მეტია, ამის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს, მაგრამ პროცესი დროში გაიწელა და აგერ, ახალი სეზონის სტარტიც ისე მოვიდა, მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.

სოსიაშვილის პრესკონფერენციაზე
ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ეს იყო...

"საქმე ისაა, რომ კლუბი არის ა(ა)იპ და უნდა გადაკეთდეს შპს-დ, რაც იოლად ვერ ხერხდება. საჭიროა მოიძებნოს გზები, რათა კანონის გათვალისწინებით განხორციელდეს ყველაფერი. მოლაპარაკებებში კლუბის და სავარაუდო ინვესტორის გარდა, მონაწილეობენ ეკონომიკისა და სპორტის სამინისტროები, აგრეთვე,  ფეხბურთის ფედერაცია.

მე როგორც ბოლო მონაცემებით ვიცი, მოლაპარაკება დაახლოებით ერთ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც კლუბი გადაეცემა ებრაულ ბიზნესჯგუფს...

ანუ ეს ის შემთხვევაა, რომელზეც იტყვიან ხოლმე - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტორები მოვიდნენ. ასეთ შემთხვევაში, შეიქმნება მინიმუმ 5-წლიანი ფინანსური გარანტია, რომ კონტრაქტების მოქმედების პერიოდში ფეხბურთელებს არანაირი პრობლემა აღარ შეექმნებათ...

ამასთან, კლუბის ახალი მფლობელები აპირებენ გუნდში უცხოელი ფეხბურთელების მოყვანას. უნდა აღვნიშნო, რომ "დილაში" თითოეული ფეხბურთელის მოსვლა ჩემთან იქნება შეთანხმებული. ეს ინვესტორის სურვილია, რაც, ცხადია, უფრო აადვილებს თანამშრომლობას ჩვენ შორის. ისინი ცალმხრივად კი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, არამედ კონსულტაციების გზით", - თქვა უჩა სოსიაშვილმა.

განვლილ სეზონში ბრინჯაოს მედლების მოპოვების შემდეგ "დილა" ევროპალიგისთვის არათუ არ გაძლიერდა, არამედ გუნდის ძირითადი ბირთვი დაკარგა. გორელებმა ვერც სრულფასოვანი შეკრება გაიარეს ახალი ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. პრესკონფერენციაზე, ცხადია, იმითიც დაინტერესდნენ, რა მიზნებისთვის იბრძოლებს "დილა" ასეთ რთულ ვითარებაში:

"სამწუხაროდ, გუნდში არ იყო ისეთი ფინანსური რესურსი, რომ სრულფასოვანი შეკრება გაგვევლო და ყველა სასურველი ფეხბურთელი დაგვემატებინა. რასაკვირველია, ეს დიდი პრობლემაა, თუმცა, ასე თუ ისე, ყველაფერი უკან დარჩა და სეზონის დაწყებასთან ერთად, მთელი ყურადღებით ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რა რესურსიც ამჟამად ჩვენს ხელთაა, იმითიც იბრძოლოს "დილამ" წარმატებისთვის. გარდამავალი ჩემპიონატი საკმაოდ რთული იქნება და ყველა ქულა ძვირფასი იქნება", - ამბობს სოსიაშვილი.

დარბაზში შეკრებილი გუნდის ქომაგები იმითაც დაინტერესდნენ, რატომ არ ესწრებოდნენ პრესკონფერენციას კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელები, რადგან კითხვები მათ მიმართაც დაგროვდა.

ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი კლუბის ინვესტორისთვის გადაცემის სურვილს? - აი, ეს აინტერესებდათ გუნდის გულშემატკივრებს:

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობაც ცდილობს, რომ მოლაპარაკება მალე დასრულდეს და ინვესტორი მოვიდეს "დილაში", რადგან მათაც კარგად იციან, ამ ეტაპზე გუნდში ფინანსურად როგორი არასახარბიელო მდგომარეობაცაა. ფაქტობრივად, არ არის თანხა, რომლითაც კლუბმა უნდა იარსებოს.

შესაბამისად, "დილას" ხელმძღვანელთა სურვილია, კლუბი რაც შეიძლება, სწრაფად გადაფორმდეს ინვესტორზე", - დასძინა სოსიაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ იბოღმებით ვიღაც ვიღაცეები რაზე უნდა გაუშვან ხორგუაშვილს ვიღაც ყავდა დაღუპული ტუღუშმა ძაღლათაც არჩააგდო ხალხი იცოდა რო მაგრად შეარცხვენდნენ,გვერძე კიდე პრეს ატაშე უჯდა დილასი და კი ნახეთ გადიდებული სურათივით იყო ეგეც გინდა ყოფილა და გინდა არა.
0
მერე მაგს რათუნდა მაგხელა დრო შპს გადასაკეთებლად მართლა ნუ წაიღეთ ტვინი თქვენ ხელში არაა მერე ყყველაფერი?ადეგით გადააკეთეთ მთავრობაზე მაქ ლაპარაკი იაე სუ წუწუნებთ სპონსორი სპონსორი ბიუჯეტში ფული არგვაწს გუნდისთვისო რო გამოჩდა სპონსორი აიპ შპს გადაკეთებას ვეღარ ახერხებთ ხო თუ აღარ გინდათ მიცემა კაი პური იჭმეოდა დილადან.
გორი
18:35 15-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული