ჯაბა ჯიღაური: აგრესიულობა - სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო" ხვალ ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ შინ გამართავს.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

"ყველამ ვიცით, რომ პაოკ-ი საბერძნეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

ყველანაირად ვეცადეთ, შეგვესწავლებინა ის და ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ფეხბურთელებიც კარგ ფორმაში ვართ. აგრესიულობა გვმართებს. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების საწინდარი სწორედ ეს იქნება.

გულშემატკივრებს მოსვლასა და "დინამოს" გულშემატკივრობას ვთხოვ, რადგან ეს ძალიან დაგვეხმარება", - განაცხადა ჯიღაურმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯაბას დიდ პატივს ვცემ, მჯერა თავს არ დაზოგავს, მაგრამ მინდა მოკრძალებით ერთი "პატარა" რჩევა მივცე: როცა დასარტყმელია, დაარტყი... ბურთის გასწორებას, სასურველ ფეხზე გადატან-გადმოტანას, დამიზნებას და ამგვარ რაღაცეებს "პაოკი" არ დაგაცდის შვილო, ეს ქართული გუნდები არ გეგონოს, "ფეხს მოგაჭამენ", მითუმეტეს, მხედველობაში თუ მივიღებთ ბერძნების "ნაგლობას". მითუმეტეს სავიდი უკვე შეპირდა სოლიდურ პრემიებს "დინამოს" გამოთიშისთვის. არ ევასება ამ კაცს სა1ქართველო და ქართველები და რა ქნას. ისე ეს თქვენთვისაც უნდა იყოს სტიმულის მომცემი, რომ ეს ბოღმა კაცი გაამწაროთ. მიდით თავი არ დაზოგოთ.
levani kaxeti
18 აგვისტო 2016 13:33
0
ჯ.ჯ.-"ყველანაირად ვეცადეთ, შეგვესწავლებინა ის და ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ" ქართულზე გეტყობათ რისი გამკეთებლებიც ხართ.
giorgi
18 აგვისტო 2016 12:51
0
ჩემო ჯაბა,ალბათ არ იცი და გეტყვი,რომ ევროპა ლიგაზე არა მარტო საბერძნეთის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი თამაშობს არამეტ,საფრანგეთის,გერმანიის,ინგლისის,ესპანეთის,რუსეთის,ჩეხეთის.........ეერთ ერთი საუკეთესო გუნდები გამოდიან,აი ეგეთი ტურნირია ეს სამწუხაროდ ჩვენთვის :)
misho
18 აგვისტო 2016 10:42
0
აგრესიულები ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებისას თუ იქნებით მარტო. მოედანზე თქვენი აგრესიულობა ანეგდოტია უკვე.
giga
18 აგვისტო 2016 09:39
0
ჯაბა შენ კარგი იყავი ჩიხურაში.
თბილისში აირიე.
ისე კი სჯობს ბრიქაობას თავი დაანებოთ და ჯერ გადახტეთ და მერე დაიძახოთ ჰოპ-ჰოპ
Guadua
18 აგვისტო 2016 00:17
0
ჩვენი მხარდაჭერის იმედზე თუ ხართ მარტო ქე დაჯექით სახლში და ჩვენ მოვიგებთ, არ ითამაშოთ...
dato
17 აგვისტო 2016 23:38
0
არ მჯერა თქვენი და მომკალით თუ გინდათ!
დათო
17 აგვისტო 2016 22:42
0
წარმატებას გისურვებთ,მაგრამ რომ არ ვთქვა არ გამოვა.თქვენს თამაშს რომ ვუყურე ზაგრებთან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მწვრთნელი ბურთს გართმევთ და გიმალავთ,რომ პასი,ბურთის გაჩერება,დრიბლინგი და კარში დარტყმა არ ისწავლოთ და ბაზის ხელმძღვანელობამ მოედანი და სავარჯიშო დარბაზი დიდი ბოქლომით ჩაკეტა,რომ შემთხვევით ფიზიკა არ გაიუმჯობესოთ.სხვა დასკვნას თქვენი თამაშის შემყურე ვერ ვაკეთებ...
17 აგვისტო 2016 22:26
0
სტადიონზე მოვალ, მაგრამ თამაშის დაბალ ტემპს, არაზუსტ პასს და კარისთვის აცილებულ ყველა ბურთს პირად შეურაცხობად ჩავთვლი და გამაყრუებელ სტვენას ავტეხავ!
გუჯა კახაძე
17 აგვისტო 2016 20:43
0
მხარი დავუჭიროთ დინამოს კიდევ ერთხელ .
დავითი
17 აგვისტო 2016 19:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული