შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩი დინამოელები შინ ბერძნულ პაოკ-თან ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.
- თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა
"ძალიან მიჭირს საუბარი. ფეხბურთელებს ძალიან სურდათ დღეს გამარჯვება, მაგრამ მეტოქეზე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ძლიერი იყო, რომელმაც გოლის გატანა პირველივე ჩაწოდებისთანავე მოახერხა. შედეგი არაობიექტური იყო, რადგან ბიჭებმა პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ითამაშეს. ზაგრების "დინამოსთანაც" კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რეზულტატი იგივე მივიღეთ...
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
270 წუთი გოლის გარეშე - ეს პრობლემაა. პრობლემა გვაქვს ფორვარდებთან დაკავშირებით და მე ეს პრობლემა კარგად ვიცი...
სათამაშო ტაქტიკა თავიდან ბოლომდე ჩემია. როდესაც დვალიშვილი შემოვიდა მოედანზე, პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა. ტაქტიკა მაშინ აგვერია, როცა უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო - ამან ფეხბურთელთა პოზიციების ცვლა გამოიწვია და ტაქტიკა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, ვეღარ განხორციელდა.
ჯერ არ მისაუბრია გუნდის პრეზიდენტთან და არ ვიცი როგორი იქნება ჩემი მომავალი "დინამოში". ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლისას მოთხოვნა საქართველოს ჩემპიონატისა და თასთან მოგებასთან ერთად, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო", - განაცხადა იარაბეკმა.