"საზოგადოებას ჩემს გადაწყვეტილებას პაოკ-თან განმეორებითი მატჩის შემდეგ მოვახსენებ"

AutoSharing Option
ბერძნულ პაოკ-თან ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში გუშინ, 18 აგვისტოს განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მოკლე კომენტარი გააკეთა.

- დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]

"სამწუხაროდ, "დინამოსთვის" ევროთასებზე წლევანდელი გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი გულშემატკივრის გულისწყრომას.

პაოკ-თან განმეორებითი მატჩის შემდეგ საზოგადოებას მოვახსენებ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. უფრო დაწვრილებით, ყველაფერზე აღნიშნული მატჩის შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა ფიფიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი სალონიკში 25 აგვისტოს გაიმართება.

"დინამოს" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 54 /
წადი ეხლა ხაშურში მაჟორიტარად და რაც დახარჯე დინამოში იქ ამოიღე.
ირაკლი
22:55 19-08-2016
0
ბატონო რომან,დინამო ან გაყიდე,ან ვინმეს მიეცი,მოკლედ რაც გინდა ის ქენი,ოღონდ მოშორდი დინამოს,შენ არ გიყვარს ფეხბურთი,არ გიყვარს დინამო და არ გიყვარს ქვეყანა,მე არ ვიცი შენ რას ჩალიჩობ,ეს სამართალდამცავების გასარკვევია,მაგრამ ჩამოშორდი ამ საქმეს,პატივი ეცი დინამოს,ეს ყველაფერი არჩევნებამდე გააკეთე,თორემ არჩევნების მერე გაქცევას ვერ მოასწრებ და ეს ყველაფერი ცუდად შემოგიტრიალდება.
fifia-s
01:13 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული