იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის საპასუხო მატჩს დინამოელები ხვალ სალონიკში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავენ. პირველი მატჩი თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დათმეს. ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

"სამწუხაროდ, იმ თამაშის ჩვენება, რომლისაც თბილისში გვსურდა, არ გამოგვივიდა. ანგარიშიც მასპინძელთა უპირატესობაზე მეტყველებს...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ აქ კარგი
ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ სწორედ კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა, თუმცა დაცვასაც უნდა მივხედოთ - მეტოქე კარგი გუნდია და კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს. ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც თბილისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი - იქ პაოკ-მა მეორე ტაიმში გვაჯობა!

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი", - ციტირებს "დინამოს" თავკაცს ბერძნული sport24.gr.
მკითხველის კომენტარები / 72 /
ამას თავი ხოარაფერზე მიურტყამს სალონიკში დდდ: რეებს ბოდიალობ გადაფრინდი პირდაპირ ბრატისლავაში და დარჩი საბოლოოდ ეს თან სერიოზული უნამუსოც ყოფილა ყველა სიკეთესთან ერთად, 3 გოლიო კაცოოო დდდ.
azurini
01:42 25-08-2016
0
მასხარა და უნამუსო
ზვიადი
02:10 25-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული