რა სარგებლობა შეიძლება ჰქონდეს ასეთ ორდღიან სემინარებს? ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან:
- ეს სემინარი იმ დიდი პროგრამის განხორციელების დასაწყისია, რომელიც ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააანონსა და რეგიონებისა და სანაკრებო ფეხბურთის განვითარებას ითვალისწინებდა. ამ პროექტის უშუალო ხელმძღვანელი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძეა.
ყველა აღიარებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ
აჭარაში გამართული სემინარი გაცნობითი ხასიათის იყო - ადგილზე უნდა შევხვედროდით იმ მწვრთნელებს, რომლებიც ჩვენს სისტემაში იმუშავებენ. აქამდე ასე ჩამოყალიბდა და დრომაც მოიტანა, რომ მთელი ყურადღება თბილისზე იყო გადატანილი. მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს კი ყურადღება ყველგან სჭირდებათ. მაგრამ იქ ჩასვლის მიზეზი მარტო ეს არ იყო...
- სხვა რა მიზეზი იყო?
- ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მწვრთნელთა საბჭო მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოზე მუშაობდა და მისი დიდი ნაწილი უკვე შედგენილია. ამ ხედვების მოკლე ვარიანტი პირველად სწორედ აჭარაში ჩავიტანეთ, რომ ფეხბურთელების აღზრდის სისტემა რეგიონებშიც ჩამოყალიბდეს და მათი სკოლები კონკურენტუნარიანები გახდნენ.
- ერთიანი მეთოდოლოგიის შედგენაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლაპარაკობდნენ. მაგრამ მხოლოდ ახლა დამუშავდა და საინტერესო თემაა - იქნებ, სახელმძღვანელოს შინაარსზე უფრო დეტალურად გვიამბოთ...
- ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიზანია, სწორად აღვზარდოთ ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელი. მთავარია, თავად ვიცოდეთ, როგორი სტილის ფეხბურთი გვინდა, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, რომელიც უნდა წამოვწიოთ და ასე შემდეგ.
როგორ გგონიათ, ინდივიდუალიზმით ძლიერი ქართველი ფეხბურთელი ათლეტური სტილის გუნდს მოერგება? ასეთი გუნდები მოთამაშეებს სხვა სტილითა და მიმართულებით ზრდიან და არჩევენ, ვიდრე ჩვენ. ქართველები გერმანელებს ათლეტიზმით ვერასოდეს ვაჯობებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს, ისინი წინ უნდა წამოვწიოთ და გამოვიყენოთ.
ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, ბავშვები რა მიმართულებით ვავარჯიშოთ, ინდივიდუალიზმი გუნდურ ფეხბურთს რომ მოახმარონ - ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მინუსი იყო. მეორე საკითხია, ნიჭიერი ბავშვები დიდების ფეხბურთამდე როგორ გავზარდოთ.
სხვათა შორის, აჭარაში არა მხოლოდ თეორია, არამედ, პრაქტიკაც გვქონდა - საჩვენებელი ვარჯიშები ფიზმომზადებისა და მეკარეთა მწვრთნელებსაც ჩავუტარეთ და თამაშის პრინციპებიც ავუხსენით. წლეულს კიდევ რამდენიმე რეგიონს ვესტუმრებით, სემინარებს ყველგან ჩავატარებთ და სპეციალისტებს რეკომენდაციებს გავუწევთ. ამავე დროს, იმ მწვრთნელებსაც შევარჩევთ, რომელთაც საფეხბურთო ცენტრებში დავეყრდნობით. 2017 წელს ეს პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს და უფრო მასშტაბური გახდება.
- თქვენი აზრით, საფეხბურთო ცენტრები რეგიონებში მეტი ნიჭიერი ბავშვის აღზრდის გარანტია იქნება?
- აუცილებლად! ორი აზრი არ არის! გარდა ამისა, სამტრედიაში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ფოთსა თუ სხვა ქალაქებში ხალხი სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატების თამაშებზე დადის. მაგრამ მას ადგილზე სანაკრებო სული და ატმოსფერო უნდა ჩავუტანოთ და ამით ისუნთქონ - ეს ჩვენი სანაკრებო პოტენციალის გაზრდის წინაპირობა გახდება.
რეალურად, საფეხბურთო ცენტრები სწორედ სკაუტინგის სისტემას აამუშავებს, ნიჭიერი ბავშვების აღრიცხვა და მათზე დაკვირვება კი გაუმჯობესდება. რაც მთავარია, ეს იქნება გარანტია, რომ ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ - კარგი სავარჯიშო პირობები ყველას საკუთარ რეგიონში ექნება, ჩვენი ყურადღება კი არ მოაკლდებათ, თან რეგიონშიც ფეხბურთი განვითარდება.
საერთოდ, რაც ვნახეთ, რეგიონებში რთული მდგომარეობაა, ინფრასტრუქტურა მწირია ან განადგურებულია, საფეხბურთო სკოლები და გუნდები ან არ არის, ან ცუდ პირობებში არიან, მასობრიობაც ძალიან შემცირებულია. ამის გამოსწორება უპირველესი ამოცანაა და ამიტომაც მახარებს საფეხბურთო ცენტრებისა და მოყვარულთა ლიგის დაფუძნება. 250 მოყვარულთა ახალი გუნდის ჩამოყალიბება არის იმის წინაპირობა, რომ ფეხბურთი ძველებურად მასობრივი გახდეს, მეტი ფეხბურთელიდან კი გაცილებით დიდი შანსი იქნება, მეტი პროფესიონალი რომ გაიზარდოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს, ძალიან ძვირია.ჩვენი ბიჭები კი ზოჯერ უფასოდაც არ უნდა არავის.კარგი გამოცდილი ფეხბურთელების კი დეფიციტია მსოფლიოში. დღევანდელი ფეხბურთი
80% მძლეოსნობაა 20% სხვა დანარჩენი.
ჩვენი შანსები 0-თან ძალიან ახლოსაა
და ამიტომ სულ ტყუილია ყველაფერი
თუკი რეფორმები ფიფა-დან არ დაიწყო. ბევრი რამის შეცვლაა აუცილებელი, თორემ ყველა შეხვედრა
ერთმანეთს გავს და გოლი გვენატრება ხოლმე. ფიფა-ს ერთი კონკურენტი მაინც, რომ ჰყავდეს ბანკროტები
იქნებოდნენ.