მთლიანობაში, ქუთაისში სამი სტადიონი ორ ადგილზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სარაგბო გუნდების "აიას" და "ბაგრატის" მოთამაშეები, პატარა მორაგბეები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დაესწრნენ.
2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა.
სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.
პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19-წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით