ალექსანდრ ჩეფერინი: ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის

AutoSharing Option
მოხარულები ვართ, რომ უეფა-სგან და მისი პრეზიდენტისგან მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კობიაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ განახორციელა; ასევე - საქართველოში დაგეგმილ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

"მადლობას ვუხდი ბატონ ჩეფერინს, რომ მისი პირველი ვიზიტი უეფა-ს პრეზიდენტის რანგში განხორციელდა საქართველოში.

ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა შეხვედრები მასთან. ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ მისი მხარდაჭერა, რადგან ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. მოხარულები
ვართ, რომ უეფა-სგან და მისი პრეზიდენტისგან მხარდაჭერა გვაქვს, ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და უეფა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა.

"ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს, ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს", - განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

მომზადებულია interpressnews.ge-სა და gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რასი გჯერა პოლიტიკოსის ტუ ფედერაწიის პრეზიდენტის
შოთა გუგეშაშვილი
15:10 29-09-2016
0
ალბათ არჩევნებში გჯერა რომ გაიმარჯვებს ეგ და თავისი გუნდი))))))))))))))))))
svani
11:30 29-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული