სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი (1977) გარდაცვალების შემდეგ ფიფას ღირსების ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ყიფიანს დაფასება და სიყვარული არ აკლდა და 2001 წელს ეროვნული თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.
საქმე მარტო თბილისის "დინამოს" მაისურით გატანილ გოლებში არ არის - მეხსიერებას შემორჩა მისი ფინტები, გასაოცარი პასები... ყიფიანი ყველაზე კარგად მსახიობმა კახი კავსაძემ დაახასიათა: "მადლობა უნდა ვუთხრა დათოს იმ დიდი,
ქართული ფეხბურთის ლეგენდის 65 წლისთავს 18 ნოემბერს რუსთაველის თეატრში საიუბილეო საღამო მიეძღვნება. სწორედ ამ საღამოზე აჩვენებენ ფილმს დავით ყიფიანზე, დაგეგმილია გია გორგოძის ახალი წიგნის პრეზენტაცია, ხოლო ღვინის კომპანია "ბადაგონი" დიდი "ათიანის" საპატივსაცემოდ საგანგებოდ ჩამოასხამს ღვინოს.
როგორც შევიტყვეთ, ახლა რამდენიმე საკითხი წყდება. 15 ნოემბრიდან თბილისში 19-წლამდელთა ნაკრებების საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც საქართველომ უნდა აჩვენოს, როგორ ემზადება მომავალ წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის.
გიორგი ყიფიანის 19-წლამდელთა გარდა, ტურნირზე ესპანეთის, საფრანგეთისა და ინგლისის გუნდები ითამაშებენ. შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, ამ ტურნირს ყიფიანის სახელი ეწოდოს.
იუბილის ორგანიზატორებს 18 ნოემბრისთვის ძეგლის გახსნაც სურდათ, მაგრამ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ბრინაჯოს ჩამოსხმა იანვრის ბოლომე ვერ მოხერხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"