- U19. ქაირათი-დინამო (თბ) 5:1 - ყაზახეთშიც არ დაგვაკლეს...
"პირველ რიგში, "ქაირათს" ვულოცავ ბრწყინვალე შედეგს. გუნდმა ორივე მატჩი ღირსეულად ჩაატარა და დამსახურებულადაც იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ "ქაირათმა" "დინამოს" როგორც გუნდური თამაშით, ისე ფიზიკური მომზადებითაც აჯობა. ვნახე თბილისში გამართული მატჩიც - 65-ე წუთის შემდეგ "ქაირათი" ბევრად ძლიერად
"დინამოს" რამდენიმე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. გამოვარჩევდი 10, 11 ნომრებს... ასევე მარცხენა მცველს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, გიორგი ჩიხრაძესთან ერთად ვუყურებდი თამაშს და მას ვუთხარი, მეორე ტაიმს ვეღარ ითამაშებს-მეთქი ეს ბიჭი და თქვენ თავადაც ნახეთ, რომ მე-60 წუთზე ის შეცვალეს", - განაცხადა ცხადაძემ.