როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში სასწაულის იმედი აქვთ, რათა ისინი მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციაში მიიღონ.
როგორც აჯინჯალი აღნიშნავს, ფიფას გადაწყვეტილებაში, არ მიიღოს აფხაზეთი ორგანიზაციის რიგებში, პოლიტიკური კონტექსტი ურევია, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ კოსოვოს მაგალითის გამოყენებით შესაძლებელია ფიფამ გადაწყვეტილება შეცვალოს.
"ჩვენ ძალიან გვინდა ფიფაში გაწევრიანება, თუმცა სამწუხაროდ ეს პროცესი ჯერჯერობით რთული და ნელია. ჩვენ ვცდილობთ და რესპუბლიკის
ძალიან გვინდა, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოხდეს, მაგრამ გვესმის ასევე, რომ პროცესი შეიძლება ძალიან გაიწელოს. ფიფა ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული პოლიტიკური მომენტებია", - განუცხადა რუსულ გამოცემა "იზვესტიას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ქვეყანა ევროპის საფეხბურთო ასოციაციის (უეფა) და ფიფა წევრი 2016 წლის მაისში გახდა. უკვე სექტემბერში კი კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით