აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ფიფა ვერ ასახელებს არგუმენტს, რატომ მიიღო კოსოვო და ჩვენ არა

AutoSharing Option
ფიფა ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში სასწაულის იმედი აქვთ, რათა ისინი მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციაში მიიღონ.

როგორც აჯინჯალი აღნიშნავს, ფიფას გადაწყვეტილებაში, არ მიიღოს აფხაზეთი ორგანიზაციის რიგებში, პოლიტიკური კონტექსტი ურევია, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ კოსოვოს მაგალითის გამოყენებით შესაძლებელია ფიფამ გადაწყვეტილება შეცვალოს.

"ჩვენ ძალიან გვინდა ფიფაში გაწევრიანება, თუმცა სამწუხაროდ ეს პროცესი ჯერჯერობით რთული და ნელია. ჩვენ ვცდილობთ და რესპუბლიკის
დონეზე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში შევიდეთ, თუმცა ყველაფერი ჯერ ნელა მიდის.

ძალიან გვინდა, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოხდეს, მაგრამ გვესმის ასევე, რომ პროცესი შეიძლება ძალიან გაიწელოს. ფიფა ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული პოლიტიკური მომენტებია", - განუცხადა რუსულ გამოცემა "იზვესტიას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ქვეყანა ევროპის საფეხბურთო ასოციაციის (უეფა) და ფიფა წევრი 2016 წლის მაისში გახდა. უკვე სექტემბერში კი კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ტუ მკიტხავტ გარდაივალია ეს ამბავი,ეს მასინ მოხდება როცა ამერიკას რუსეტი ცაანაცვლებს და ეს დრო სორს არ არის,რაც არუნდა მზულდეს რუსეტი მაინც ტუ მასტან არ დავაცლოვდიტ მასინ ეს საკიტხი გარდაუვალია მეგობრებო
bacho
14:44 22-10-2016
0
კოსოვო იუგოსლავიის ნაწილი კი არა ყოველთვის სერბეთის ნაწილი იყო ისევე როგორც აფხაზეთი საქართველოს ნაწილი! კოსოვოს მიღება ფიფა უეფაში დიდი შეცდომა იყო და ამას მალე მიხვდებით....
ggg-s
13:17 22-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული