საგანმანათლებლო პროგრამა - "სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ქართულ ენაზე ჩატარდება

AutoSharing Option
2016 წლის 7 ნოემბერს, 11:30 წუთზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: გ.წერეთლის #1, G კორპუსი, დარბაზი G106) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას - "სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" იწყებს.

აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი სასერთიფიკატო კურსის ქართული ანალოგია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საფეხბურთო სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმათმა რა ვქნათ ვინც დასაქმებულები არ ვართ და სწავლა გვინდა ?
irakli arqania
00:52 07-11-2016
0
მისასალმებელია,ყოველი სიახლე, რაც ქართულ ფეხბურთს წაადგება მომავალში, მაგრამ ეს კონკრეტული სიახლე უფრო ჰგავს იმ მჭედელის ქმედებას, რომელიც თვითონ ასხავს ყალიბს და თვითონ ჩამოიკიდებს ჩინ მედალს მკერდზე... ჩვენ რა ვქნათ კობი, ვინც ბავშვობიდან მოწამლულები ვართ ფეხბურთით და მიზეზთა გამო ვერ გავქაჩეთ... სულ ერთი და იგივე კარუსელი რო ტრიალებს, გახადეთ საყოველთაო ფეხბყრთი, მიეცით ხალხს საშუალება თუ გარკვეული ნიჭი აქვთ, მიიღონ განათლება და გამოავლინონ თავის შესაძლებლობები, ისე კი არა, მწვრთნელთა ლიცენზირება რო გაქვთ (შავ ქამრამდე რომ უნდა მიაღწიო მაგ თქვენი კატეგორიებით, და თან შესაბამისად გაიწეწო...).. ცუდად არ დაამთავრო კობი!!! გვეგონა ამ ჩაკეტილ სივრცესა და ფეოდალიზმს გაარღვევდი, რაც წლების განმავლობაში იყო ფედერაციაში!!!
Torino
23:27 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული