კიდევ ერთი კორპუსი - თბილისის "დინამოს" ბაზა აღარ იარსებებს? [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ნოემბერს, fronti2014.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დიღომში, ზედ თბილისის "დინამოს" ბაზაზე, დაიწყო 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ "დინამოს" ბაზის სავარჯიშო მოედნებზე, წამოიჭიმება 16-სართულიანი კორპუსი. ამის გამო, "დინამოს" ბაზის მინდვრები სავარჯიშოდ გამოუსადეგარი გახდება და ფეხბურთელებისთვის ბაზა აღარ იარსებებს.

წყაროს ცნობითვე, ინვესტორები ჩეხები არიან და თბილისის "დინამოს" მათთან მოლაპარაკებებიც წარუმართავს ტერიტორიის შესყიდვაზე, თუმცა... უშედეგოდ.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ჩეხ ინვესტორებზე გაიყიდა. აქვე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ხალხის დაბოლებას შეეშვით.რას გავს თქვენი საქციელი ჯერ იყო და 35 სკოლის სურათები დადეთ ეხლა სხვა ნაკვეთი მონიშნეთ არ გცხვენიათ?
გრიშა
09 ნოემბერი 2016 16:10
0
ფედრაცია და ბიძო აქ რაშუაშია ეგ ვერ გავიგე გაყიდენ უნამუსოდ თავის დროზე ტერიტორიები და ეხლა ბიძოო ბიძო არა ტოროლა რატო გააყიდიე თავის დროზე ხმაც რო არავინ ამოიღო .ასე რო ეს ყველაფერი სპეკულიაციებია და მეტი არაფელი. არუნდა გააყიდიო როცა ყიდის მაშვინ უნდა იყვირო და არა მაშვინ გაყიდული როა უკვე და თან დანგრეულიც ეგ სტადიონი იქნება თუ ბაზა.
qutaiseli
09 ნოემბერი 2016 15:40
0
ვარჯიშს შეიძლება არ შეუშლოს ხელი მარა სად უნდა წავიდეს ეს ხალხი, ან ამდენი მანქანა, ყველაფერი შეიძლება ცენტრში ააშენო, აღარ დარჩა კუდის მოსაქნევი ადგილი, მალე მანქანას ვეღარ მოატრიელაბ ქუჩაში, ეხლა ხო დაყენება ჭირს, მერე ვეღაც გაივლი, კაროჩე ნარმანია და უგულავა უნდა გამოიყვანო და რომელ კორპუსსაც აირჩევენ იმ კორპუსთან უნდა დახვრიტო...
გია
09 ნოემბერი 2016 13:48
0
მიშა კი არა ბიძო ყოფილა მაგარი! ყოჩაღ ბიძო, მთელი ხელოვანები, სპორტსმენები, მაღლები, დაბლები, პოზიცია, ოპოზიცია, გლეხი, თავადი ყველას აკონტროლებ და ყველა შენსკენაა! :)) ბიძო მაგარია! გრიშა გრიშა გრიშა სიტიიი მიდი მიდი გრიშა მაგრად მიდი ! მესამე აგური ვერ ვიპოვე..........
burusa
09 ნოემბერი 2016 13:14
0
სირცხვილია
ცოტნე ხარშილაძე
09 ნოემბერი 2016 12:59
0
არასწორი ინფორმაციაა რომ ბაზაზე შენდება, შენდება ბაზის გვერდზე! რაც შეეხება იმას რომ ყველაგნ კორპუსი შენდება მოვთხოვოთ პასუხი ამაზე მერიას! მაგრამ სახლში ჯდომა და გარეთ გასვლა გვეზარება. შესაბამსიად შევეგუოთ რომ რასაც მოჯდომებენ და რამდენსაც მოინდომებენ იმდენს გააკეთებენ მერიაში!
dato
09 ნოემბერი 2016 12:57
0
ფუ თქვენი... მეზიზღება უკვე ამ ქალაქში ცხოვრება, რა უბედურებაა რას დაამსგავსეთ თბილისი ნამუსი აღარ გაქვთ ყველგან კორპუსები ჩადგით რეკრიაციული ზონა აღარ გინდათ მარტო ფული აკეთეთ, გგონიათ ფული დაგიცავთ ამ გამონაბოლქვისგან პირველი თქვენ დაიხრჩობით
zmo
09 ნოემბერი 2016 12:22
0
fexburtis federacia aris ocnebis xmebis mogrovebisa da datvlis biuro,fafuuu!!! fexburti tavze gvemxoba.
koko
09 ნოემბერი 2016 12:22
0
ქართველი ხალხი ყელაფრის ღირსები ვართ!!!! ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი და ეხლა ნურც ბიძოს დააბრალებთ და ნურც პეტრეს!!!!
dima
09 ნოემბერი 2016 12:05
0
დინამო აშანტაჟებს მერიას და თბილისელებს.ავრცელებს არასწორ ინფორმაცის თამაშობს ფეხბურთის მოყვარულთა ემოციებზე.კორპუსი შენდება ბაზიდან 25 მეტრში.არ აჰყვეთ პროვაკატორებს ხალხო
შაქრო
09 ნოემბერი 2016 12:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული