ინფრასტრუქტურა: საჩინოში ისევ იქნება სტადიონი!

AutoSharing Option
მინდა გავახარო "ლელოს" მკითხველები, რომ არ დალეულა პატრიოტი და ფეხბურთის მოყვარული კაცები საქართველოში!

გურული მიშა გოგოტიშვილის შესახებ, რომელმაც ლანჩხუთის რაიონის სოფელ გულიანს ოფიციალურად დაუბრუნა მის მფლობელობაში არსებული სტადიონი, ამას წინათ "ლელოს" კორესპონდენტმა მერაბ მამულაშვილმა გამცნოთ. "ლელოშივე" ეწერა ჩაქვთან მდებარე ლამაზი სოფლის, საჩინოს კოხტა სტადიონის შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში მცხოვრები ქალბატონის, ირმა ჩელებაძის საკუთრებაში იყო და გაქრობა ემუქრებოდა.

- ინფრასტრუქტურა: ვინ გვართმევს საჩინოს?

მოვიძიე ქალბატონ ირმას ტელეფონი და ყაზანში დავუკავშირდი. ყურმილი მისმა მეუღლემ, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ აიღო. სტადიონის თემას რომ შევეხეთ,
ძალზე ემოციური საუბარი გამოგვივიდა და მივხვდი, რომ მალხაზ კაკაბაძის გულში არ ჩამქრალა საქართველოს სიყვარული. მეტიც - სამშობლოს მონატრებული კაცი ყაზანიდან გვეფერებოდა. აი, რა ბრძანა მან:

"მე საჩინოში ვცხოვრობ, სტადიონის თავზე. მიწა ჩემი მეუღლის საკუთრებაშია. თავიდანვე მინდოდა სტადიონის კეთილმოწყობა და გასახდელების გაკეთება, მაგრამ გაუგებრობა მოხდა და ვერ ვნახე დაინტერესება მეორე მხრიდან. ამიტომაც აღარ დავასრულე ეს საქმე და მივატოვე.

ჩემი ცხონებული ძმა, ჯემალ კაკაბაძე, ფეხბურთელი იყო და სწორედ საჩინოს გუნდში თამაშობდა აქ, ამ მინდორზე და სტადიონს როგორ გავაუქმებ და ჩემს თანასოფლელებს უფეხბურთოდ როგორ დავტოვებ?!

მე რუსეთში ვსაქმიანობ, საქართველოში დეკემბერში ჩამოვალ და თუ სოფლისა და რეგიონის ხელმძღვანელების მხრიდან დაინტერესება იქნება, მზად ვარ, თანხები გავიღო, ახალი გასახდელებიც ავაშენო და საჩინოს სტადიონიც კეთილმოვაწყო".

ეს ინფორმაცია მყის მივაწოდე აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი თოთლაძესა და საკრებულოს ხელმძღვანელ ედნარ სურმანიძეს, რომელთაც სიხარული ვერ დამალეს და სტადიონის კეთილმოწყობაში ბატონ მალხაზს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც მხარში ამოდგომას დაჰპირდნენ!

ასე რომ, საჩინოში ისევ გვექნება სტადიონი, კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და გალამაზებული და ადგილობრივების გარდა, ზაფხულში შეკრებაზე ჩამოსული გუნდებიც იბურთავებენ!

მამუკა კვარაცხელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გრუზინების გაკეთებული საქმე არ გაიშვა. ჩამოვა კაცი და ისევ უკან გააქცევენ თავისი არაპროფესიონალობით.
odala
18:53 10-11-2016
0
ამ ამბის ბოლო როგორ იქნება გეტყვით წინასწარ, ის კაცი ჩამოვა აქაური ჩინოსნები მოთხოვენ მაყუთს და გააქცევენ აქედან და.... იმინა ჯადო გვაქვს რა :(
დინამო
14:03 10-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული