"ზუგდიდის" ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისი ჩააბარა, რომ გაზის ფული გადაეხადა...

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები კლუბისგან 3 თვის ხელფასის გადახდას ითხოვენ. როგორც კლუბის ფეხბურთელებმა დღეს, 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მხოლოდ სექტემბრის თვის ნახევარი ხელფასი აქვთ აღებული და შემდეგ ხელფასი არ აუღიათ.

- სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია... სფფ-მ "ზუგდიდს" ვადა მისცა
- რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

როგორც "ზუგდიდის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, ამ დავალიანების გამო შესაძლებელია კლუბმა ვერ გაიაროს ლიცენზირება, რის შედეგადაც მათ აეკრძალებათ პრო 2-ში თამაში.

"კლუბს ჩვენს მიმართ
3 თვენახევრის დავალიანება აქვს. ამის შემდეგ გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი. მივეცით დრო, რომ ეს თანხა გაესტუმრებინათ, რაზეც უარი მივიღეთ. ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა დგას, რადგან კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირებას, რის შემდეგაც მათ აეკრძალებათ პრო 2-ში თამაში. ჩვენი თვითმიზანი არ არის ის, რომ ზუგდიდს არ ჰყავდეს გუნდი", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

როგორც გიგა ბეჭვაიამ აღნიშნა, იყო შემოთავაზება, რომ ნახევარი თვის ხელფასი ჩაერიცხებოდათ დეკემბრის ბოლომდე, რაზეც მათ უარი თქვეს.

"უარი ვთქვით, რადგან ფაქტობრივად კაპიკი არ აგვიღია 3 თვის განმავლობაში. ეს არის ალბათ თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩერო", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მოთხოვნა იყო, რომ თვენახევრის ხელფასი მაინც მიეცათ დეკემბრის ბოლომდე და დარჩენილი 2 თვის დავალიანება კი მომდევნო თვეებში დაფარულიყო, რაზეც კლუბისგან უარი მიიღეს.

ფეხბურთელების თქმით, არ იციან კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ ერიცხებათ მათ 3 თვის ხელფასი, სავარაუდოდ კი, კლუბში ფული არ არის. თუმცა გიგა ბეჭვაიას განცხადებით, 600 000 ლარი გარდამავალ ჩემპიონატში გუნდმა მიიღო, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.

"ზუგდიდის" ფეხბურთელების ინტერესებს იცავს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. როგორც მუჯირმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას მოლაპარაკება ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მისი თქმით, ის შეხვდა ზუგდიდის მერს, რა დროსაც მერმა შესთავაზა, რომ დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასს მიიღებდნენ ფეხბურთელები.

"შეთავაზება მივიღე, რომ დეკემბრის ბოლომდე დაიფარებოდა სექტემბრის ნახევარი ხელფასი და დანარჩენი გადანაწილდებოდა თებერვლის ბოლოს. დეკემბრის ხელფასის პატიება სთხოვა ფეხბურთელებს, ანუ ფეხბურთელები დეკემბრის ხელფასს ვერ აიღებდნენ", - განაცხადა ჯაბა მუჯირმა.

მისი თქმით, საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელების გვერდით დგას.

ჯაბა მუჯირმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზუგდიდის ფეხბურთელებს საცხოვრებელი პირობები ცუდი აქვთ. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელებს დავალიანების გამო არ ჰქონდათ გაზი და ელექტროენერგია. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ფეხბურთელებს საჩუქრის სახით სოსისები გადასცა, ფეხბურთელმა კი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 15 /
არავინ ლაპარაკობს გუნდი როგორ მომზადდა ან რა დონის ფეხბურთელები იყო გუნდში.ეს ფეხბურთელები ვერ აკმაყოფილებდნენ უმაღლესი ლიგის დონეს პირდაპირ უნდა ითქვას.მერე დაემატა ეს ვიღაც ინვესტორი თუ ვინ იყვნენ ეს ხალხი კაცმა არ იცის და ეს იყო შედეგი.ფული ვინ სად დახარჯა არავინ იცის.მაგარია ხო?გუნდს გამოუჩნდა ინვესტორი და გააგდო უმაღლესი ლიგიდან.კარგია ხო?ასეთი რამ ალბათ მარტო ზუგდიდში თუ მომხდარა ნეტავი?სამწუხაროა.სტადიონი რო დაგვინგრიეს ზუგდიდში აი მაშინ ჩაესვენა ზუგდიდის ფეხბურთის მზე.
გოგა
10:47 04-12-2016
0
თავმოყვარე სპორტული გაზეთის გაუშვებდა შურნალისტს გამოსაძიებლად და გამოააშკარავებდა რა ხდება. თუ ფინანსებში ვერ ერკვევით კითხეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის პროფესორს არ დაგზარდებიან. ესე უგულოდ რატო მუშაობთ ეს სპორტული მედია არ მესმის. მარტო საყვედურები შეგიძლიათ და ოთახიდან წერა. გამოდით გარეთ და საქმე აკეთეთ, შეიტანეთ თქვენი წვლილი ერთიან საქმეში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული