ახალ ქართულ სპორტულ არხზე დიმიტრი ობოლაძეც იმუშავებს

AutoSharing Option
სულ მალე სპორტის ქართველი გურმანები ახალ სპორტულ არხს მიიღებენ. ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდება "სეტანტა საქართველო" და "სეტანტა საქართველო +". ამგვარი სერვისებით დღევანდელი ქართული ტელებაზარი ნამდვილად არ არის მდიდარი. აქედან გამომდინარე, ეს სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს გულშემატკივრებისთვის.

არხზე რამდენიმე ცნობილი სახე იმუშავებს. მათ შორისაა დიმიტრი ობოლაძე, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ველაპარაკეთ თავად არხის დამფუძნებელ კოტე ჯორბენაძესაც:

დიმიტრი ობოლაძე:
- "სეტანტას" ორი არხი იქნება საქართველოში. გულშემატკივარს შევთავაზებთ იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს, ასევე, შოტლანდიის ჩემპიონატს, ინგლისის თასის გათამაშებას, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს. ახალი
სეზონიდან იქნება ფორმულა 1, კრივი, რაგბიში ტოპ14-ის გათამაშება. მოკლედ, საინტერესო ეთერის მოლოდინში ვართ.

- "სეტანტა" აქამდეც მაუწყებლობდა საქართველოში. ეს არხი რუსულს ჩაენაცვლება?
- დიახ, რუსულს ჩაანაცვლებს.

- ეთერში როდის გახვალთ?
- სავარაუდოდ, 11 დეკემბრიდან ეთერში ვიქნებით.

კოტე ჯორბენაძე:
- ჩვენი არხის მაყურებელს შეეძლება, თავად აირჩიოს ის ენა, რომელზეც სურს რეპორტაჟის ყურება. შესაძლებელი იქნება არჩევანის გაკეთება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს შორის.

- კომენტატორთა კონტინგენტი უკვე შეარჩიეთ?
- ჩვენთან იქნება დიმიტრი ობოლაძე, ასევე, ნოდარ სიმსივე. ის არის ნიჭიერი ახალგაზრდა კომენტატორი და, ამავე დროს, მსახიობიც. მოგეხსენებათ, "ჰეროკრატიაში" თამაშობს...

რაგბის რეპორტაჟებს ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება. იცით, რომ ტოპ14-ში ქართველი მორაგბეები თამაშობენ...

ვაპირებთ კონტინგენტის გაფართოებასაც.

- თქვენი ეთერი მთელ საქართველოს მოიცავს?
- დიახ, მთელ საქართველოს, ოღონდ - თანდათანობით. ეტაპობრივად, ყველა ოპერატორზე გავალთ.

- ხომ არ აპირებთ, ყურადღება მიაქციოთ საქართველოს შიგნით მიმდინარე სპორტულ მოვლენებსაც?
- რა თქმა უნდა, ესეც გვაქვს გეგმაში.

- ცალკე გკითხავთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ფედერაცია ამისთვის სპეციალურ არხს კი ქმნის, მაგრამ ჩვენს პირველობას ზედმეტი პოპულარიზაცია არ აწყენდა...
- იყო ამის თაობაზეც ლაპარაკი. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
გამარჯობათ მე მაინტერესებს ამ არხების ყურება როგორ არის შესაძლებელი ანუ სატელიტურ ანტენებზე თუ ჩვეულებრივ საკაბელო ??
ბადრი
05 დეკემბერი 2016 19:44
0
რომ არ ჩავუწიო, ისე ვერა!? კარგ კომენტატორს თუ დასვამენ და ასეთ უცოდინარს ფეხბურთის წესებში, რაც არაერთგზის დაამტკიცა.
ოკრიბელი სოლოლაკელს
05 დეკემბერი 2016 18:09
0
ოკრიბელი-ს. ობოლაძე რა შუაშია, არ მოგწონს და ნუ მოუსმენ, ხმას ჩაუწიე.აქ მთავარი ისაა, რომ არხი იმუშავებს. შე მართლა ოკრიბელო, შენა!!!
სოლოლაკელი
05 დეკემბერი 2016 17:49
0
გაიხარეთ! წარმატებებს დისურვებთ! აი დიმა ობოლაძე კი, მართლა მოგვენატრა! "ოკრიბელს", ალბათ, სანდროს ზანგი ქართველები ურჩევნია. არც არავინ არ ართმევს. მდორეობაზე კი, საკუთარ თავს შეხედოს, თუნდაც სარკეში:DDDD
alexandre
05 დეკემბერი 2016 17:49
0
საკაბელოზე ორივე სეტანტას მიჩვენებს თანაც თანაც გესიამოვნება ისე მიყავთ რუსებს თამაშები რატო ვუკურო ამათ საცოდაობას ხო ვერ მეტყვით,? აჩვენონ ინგლისი და ესპანეთი და კი ბატონო.
dila
05 დეკემბერი 2016 17:46
0
თუ საფეხბურთო საქართველო გინდათ რომ ააღოეძინოთ,მაშინ გადაცემების „70„პროცენტი უნდა დაეთმოს საქართველოს „სუპერ„ლიგას„და არა ეხლანდელ რაღაც ლათინურ პრო„1„ს და პრო„2„ს. თუ არქმევთ სახელს ჯერ მნიშვნელობა გაიგეთ სახელისა. დაარქვით ჩემპიონატს „„საქართველოს სუპერ„ლიგა და ნშეფუთეთ მაგრად და მალე მიხვდებით შედეგს,ძალიან მალე მაგარი ჩემპიონატი იქნება,რომელზედაც ტელევიზიები დიდ ფულს გადაიხდიან.
ქართლო განრისხებული .
05 დეკემბერი 2016 17:46
0
ოკრიბელი-ს მაშინ თრიალეთის წაყვანილ რეპორტაჟებს უყურე არც ეგაა პრობლემა ან რიონის საერთოდ)))) სეტანტა საქართველო :დ მშვენიერია საქართველოს ჩემპიონატსაც თუ ჩასვავენ მაღალი ხარსხით ხომ საერთოდ ძალიან მაგარი იქნება და ფედერაციასაც აღარ მოუწევს ზედმეტი არხის გაკეთება, მინაშვილსაც თუ დააბრუნებთ კარგი იქნება მაინც(უკეთესები მოიყვანეთ ნტვ ფუტბოლიდან....))))))))))))
svani
05 დეკემბერი 2016 17:42
0
მისასალმებელი ამბავია. სერია ა საერთოდ არ შუქდება. იმედია, საქართველოს ჩემპიონატსაც მიაქცევენ ყურადღებას.
წარმატებები!
georgian
05 დეკემბერი 2016 17:33
0
არ გაიშვას, ობოლაძის წაყვანილი რეპორტაჟი.
რა მიმიტები და მდორე გემოვნებისაა, ქართველი ტელემაყურებელი, ობოლაძეს ვინც დანატრის...
ოკრიბელი
05 დეკემბერი 2016 15:54
0
მოდით ასე ვთქვათ, რომ ეს იქნება არა ახალი სპორტული არხი, არამედ უკვე არსებული სპორტული არხი ქართულ ენაზე(მაგთისატს აქვს რუსულ ენაზე)
მამუკა
05 დეკემბერი 2016 15:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული