U17. თბილისის "დინამომ" "ზენიტი" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აკადემიის 17-წლამდელთა გუნდმა "შერიფი 2016"-ის თასზე ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

"შერიფი 2016"-ის თასში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა: თბილისის "დინამო", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", ყაზახეთის ნაკრები, კიევის "დინამო", კონსტანცას "ვიიტორული" და ტირასპოლის "შერიფი".

თბილისის "დინამო" ჯგუფში კიევის "დინამოსთან" და კონსტანცას "ვიიტორულთან" ერთად იყო. დინამოელებმა "ვიიტორულს" ანგარიშით 2:0 მოუგეს, ხოლო უკრაინელებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ამით ქართველებმა მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს.

U17. ზენიტი-დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 ბაბუნაძე (28), 0:2 კვარაცხელია
(40+1), 0:3 გოგრიჭიანი (74)

მამარდაშვილი (თვალოძე 75), ბასარია (გაბელაია 65), ცერცვაძე, ხარშილაძე, უგრეხელიძე (ცაკაძე 75), დარციმელია, კავარცხელია (გაბიტაშვილი 55), ბაბუნაძე (გოგრიჭიანი 70), დავითაშვილი (გულდედავა 75), ერგემლიძე (ხარშილაძე 41), მექვაბიშვილი

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გავა 4-5 წელი ზენიტის ბიჭები ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები კი ბოლნისის სიონს ვერ გასცდებიან და არც არავის ემახსოვრება. ნიჭიერი თაობა არ გყვავსო ამბობს ხალხი. აბა ეს ბიჭები ვინ არიან? უბრალოდ ჩვენ ამის გამოყენება არ შეგვიძლია სხვაგან კი ამას იყენებნ.
გივია
17:40 09-12-2016
0
მართალი ხარ გივია
ნიკა
18:13 09-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული