რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ არველაძე და დავორ შუკერი
ძმები არველაძეების ფონდის დამფუძნებელი რევაზ არველაძე პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" განვითარების პერსპექტივას რეალურად მიიჩნევს...

"ჩვენი სურვილია, საფეხბურთო თერაპიაში 1000 ბავშვი ჩავრთოთ, რასაც მწვრთნელთა რაოდენობის 50-მდე გაზრდა დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1000 ბავშვი ითამაშებს ფეხბურთს, მოწესრიგებული ფორმით, ლამაზად ჩაცმულ-დახურული და ექნებათ კარგი ბურთები, ეყოლებათ ლიცენზირებული მწვრთნელები და სრულფასოვან საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაერთვებიან", - ამბობს რევაზ არველაძე.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი საფეხბურთო ფესტივალის ჩატარების სურვილსაც აანონსებს:

"ეს უნ
და იყოს ტურნირი, რომელშიც პროექტში ჩართული ბავშვები ერთად ითამაშებენ და გამარჯვებულებს დავაჯილდოებთ. სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობისას სკოლისა და ეზოს ფეხბურთით სულ ვინტერესდებოდი. წარსულის ეს გამოცდილება ამ სისტემის აწყობაში მოგვეხმარება.

პროექტი ყველას მოეწონა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ შუკერი მთლად გაგიჟდა - საკითხი თავისი ორგანიზაციის აღმასკომზე გააქვს და ჩვენს ფონდს დაეხმარება.

დიდი სურვილი გვაქვს, "საფეხბურთო თერაპია" რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უკეთესი გავხადოთ".

პროექტის ფარგლებში, სოფელ ნიქოზს "ცხინვალის" ფეხბურთელები - გიორგი ნადირაძე, ჯაბა დვალი და გიორგი ცერცვაძე ესტუმრნენ, ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად ბურთიც გააგორეს.

გიორგი ნადირაძე: "ფეხბურთი სოფლებში უნდა დაბრუნდეს და განვითარდეს. ბავშვებს კი ელემენტარული სავარჯიშო პირობები და ხალისი უნდა ჰქონდეთ".

ჯაბა დვალი: "მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი ყველა სოფელში იყოს. კარგია, ამით არველაძეების ფონდი რომ დაინტერესდა, კარგ პროექტს აფინანსებს. საერთოდ, ფეხბურთი უნდა იყოს ყველა სოფელში, რომ მაქსიმალურად ბევრმა ბავშვმა ივარჯიშოს, ჩვენი ვალი კი მათი თანადგომაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გახსენით ქუთაისში უფასო ფეხბურთის აკადემია! არ გინდათ სულაქველიძის,ასათაინის,აშვეთიას და სხვატტა და სხვათა დარი ფეხბურთელები?
მართალი
15:00 15-12-2016
0
ალიანს არენას გაზონზე გაიზარდა მიშა მესხი, თამაში თუ გინდათ და ფეხბურთით ცხოვრება მოახერხებთ რამეს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული