ეს იქნება ბრაზილიელი ნახევარმცველის, მარსელინიოს გამოსათხოვარი მატჩი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე მარსელინიოსთან ერთად ითამაშეს "ჰერტაში"; ასევე, ბრაზილიელი ფეხბურთელის თანამემამულეები და მეგობრები სხვა ქვეყნებიდან.
რივალდო, კევინ კურანი, ნალდო, ლინკოლნი, დედე, ჟორჟინიო, გრაფიტე, სარპეი - ეს და სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ მარსელინიოს მეგობართა გუნდში. ბოატენგი, ბენ-ჰატირა, ბაშთურქი, რამელოვი, დარდაი, სვერისონი, რემერი, ფრიდრიხი, ბობიჩი, ვან ბურიკი და სხვები დაიცავენ "ჰერტას" ღირსებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სდელალ ძელა - გულიაი სმელა!