- საქართველოს სუპერთასი მარტვილში გაიმართება
სუპერთასის ჩატარება, თავდაპირველად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 1-ლი მარტისთვის ჩაინიშნა, თუმცა, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალა და მატჩი 26 თებერვალს ჩატარდება. ამის მიზეზი უეფას სამიტია, რომელიც 27 თებერვალს დაიწყება. ეს ინფორმაცია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელისგან, კახა ჩხეტიანისგან მივიღეთ, რომელსაც თურქეთში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.
"როგორც ვიცით, 27 თებერვალს უეფას სამიტია დაგეგმილი და ამის გამო გვთხოვეს, რომ მატჩი 26-ში
ის, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოგვიწევს თამაში, ცხადია, ჩვენთვის ცუდია, თუმცა არ მგონია, ამან გამარჯვებულის გამოვლენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს. ვიცი, რომ საუბარი იყო სუპერთასის "ზესტაფონის" სტადიონზე ჩატარებაზე, მაგრამ ეტყობა არ გამოვიდა, სხვა ალტერნატივაც არ მოიძებნა და მარტვილში მოგვიწევს თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში "ტორპედო" მოედანზე მოსაგებად გავა.
შეკრება კარგად მიმდინარეობს. რისი დანახვაც მინდოდა ამ შეკრებაზე, ვნახე. გუნდი კარგ ფორმაშია. იქნება თუ არა კიდევ ტრანსფერები, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ჯერ ინვესტორს ველოდებით. ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს კლუბი, მაგრამ გარკვეული იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი, რის გამოც ეს პროცესი გაიწელა.
ახალ სეზონში "ტორპედო" ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გავა და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს", - გვითხრა ჩხეტიანმა.