საქართველოს სუპერთასის პირდაპირ ტრანსლაციას "ტვ პირველი" განახორციელებს

AutoSharing Option
გუშინ, 22 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ "ფეისბუქ გვერდზე" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 26 თებერვალს, მარტვილში გასამართი სუპერთასის მატჩის ტრანსლაციას "ტვ პირველი" უზრუნველყოფს.

სუპერთასი, რომელშიც ერთმანეთს "სამტრედია" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან, 26 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.

გუშინვე გულშემატკივარში გაჩნდა კითხვა, ხომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსაც "ტვ პირველი" გააშუქებდა. როგორც შევიტყვეთ, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ჩემპიონატს არა "ტვ პირველი", არამედ სხვა არხი გააშუქებს. თუ კონკრეტულად რომელი, ამას ფეხბურთის ფედერაციის პრეზენტაციაზე შევიტყობთ, რომელიც
უახლოეს დღეებში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვფიქრობ მომავალი ჩემპიონატის ხილვა საინტერესო იქნება და რომელიმემ თუ განახორციელა იქნებ გულშემატკივარიც კიი მიიზიდოს....
რაც შეიძლება სწრაფად...
15:30 23-02-2017
0
ჰყავთ კი ამდენი კადრები რომ 1-ლი და უამღლესი ლიგის 10 მატჩის მაუწყებლობა განახორციელონ? ტექნიკურად შეუძლიათ ?ჰყავთ კი მინიმუმ 10 კომენტატორი მატჩებისათვის? თუ მხოლოდ უმაღლესის რამდენიმე მატჩს უჩვენებენ?რა ხდება ღამის რეპორტაჟებზე? კარი ქუთაისს,დინამოს, ლოკოს შეუძლია, მაგრამ ქობულეთს, სამტრედიას, ჩიხურას, დილას,საბურთალოს? რომც იყოს რაიონებში ღამის განათებაზე თამაში,ვინ უზრუნველყოფს რაიონული ცენტრების მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული მაყურებლის ტრანსპორტირებას?ყველას კი არა აქვს ავტომობილი რომ ფეხბურთზე იაროს ღამით.
ასე რომ, კითხვები ბევრია, პასუხებზე კი ფედერაციას არც კი უმუშავია ალბათ.
M.S.
16:31 23-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული