როგორ ემზადება მარტვილი საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის

AutoSharing Option
26 თებერვალს მარტვილი საქართველოს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. თამაში 14 საათზე დაიწყება. ტიტულს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" გაითამაშებენ.

ის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩი მარტვილში ტარდება, ცხადია, შემთხვევითი არ არის - ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ტურნირების რეგიონებში გადატანა გადაწყვიტა...

მარტვილელთა სამზადისზე "მერანის" დირექტორი ელდარ ბაკურია გველაპარაკა.

"მატჩისთვის მზადება გადაწყვეტილების მიღებისთანავე დავიწყეთ. 10 დღეა, რაც მუშაობა დილით იწყება და ღამის 11 საათზე მთავრდება. მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ, რათა მარტვილი და "მერანი" არ შერცხვნენ.

"მერანის" ფინანსებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკით
უკვე საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. ტერიტორიის მოწესრიგება უკვე მთავრდება, მოეწყო 4 ახალი საპირფარეშო, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ჟურნალისტთა ლოჟა ორ რიგად მოეწყო. შეყვანილია ინტერნეტის ხაზები და "ვაი-ფაი" სტადიონის მთელ ტერიტორიაზე იქნება.

მართალია, არენა მხოლოდ 1800 მაყურებელს იტევს, მაგრამ ქუთაისიც ახლოსაა, სამტრედიაც... ვიცით, რომ ორივე გუნდის საქომაგოდ ბევრი მაყურებელი მოდის და არ ვიცი, ამდენი მსურველი სად დაეტევა. მხოლოდ ის ვიცი, რომ სტადიონის ტერიტორია გადავსებული იქნება.

გვსურს, თამაშზე ჩამოსული გუნდები და გულშემატკივრები მაქსიმალურად კმაყოფილები დარჩნენ", - ამბობს ბაკურია.

22 ნოემბერს ზესტაფონში ეროვნული თასის ბოლო ფინალი გაიმართა და კარგად შეფუთულმა ტელერეპორტაჟმა მაყურებლები სასიამოვნოდ გააოცა. სფფ ძალისხმევას არც ახლა დააკლებს, რათა რეპორტაჟი მაქსიმალურად ყურებადი იყოს:

"საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა მატჩის ვიდეორეპორტაჟი ხარისხიანი გამოვიდეს. საამისოდ, სატელევიზიო კამერებისთვის 3 ახალი ჯიხური გავაკეთეთ, სადაც ოპერატორები კომფორტულ გარემოში იმუშავებენ. ხედი კი, ისევე, როგორც ზესტაფონში, ტრიბუნა იქნება და არა მოშიშვლებული ფერდობი.

ეს ჯიხურები ერთჯერადი არ არის, შემდეგშიც დაგვჭირდება. 2 კამერა კუთხურის ხაზის გასწვრივ განლაგდება, ერთიც - მოედნის ცენტრში. ასეთი მატჩები სტადიონის მოწესრიგების კარგი საშუალებაა და ვეცდებით, სამუშაოები 26 თებერვლის შემდეგაც გავაგრძელოთ".

მატჩის მონაწილე ორივე გუნდი თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" ორი დღით დაასვენა და მზადებას დღეს განაახლებს. ხოლო სამტრედიელები თურქეთის შემდეგ თბილისში შეიკრიბნენ და რამდენიმე დღე დედაქალაქში ვარჯიშობდნენ. გუშინ ჩემპიონი სამტრედიაში დაბრუნდა და მზადება ადგილზე გააგრძელა.

აქვე გეტყვით, რომ სუპერთასის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "TV პირველი" გადასცემს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ ეგ ერთი რო მშვენიერი მინდორია მეორეც ეგ ერთი 1800 კაცი ცოტაა არაა სუპერთასზე მეტი არ დადის მესამეც ეგ ერთი რო გორში სტადიონს რესტავრაცია უტარდება და იქ ვერ ჩატაარებდნენ მეოთხე კიდე ფედერაცია დასათხოვი კიარა ესეთირაღაც ფეხბურთში არ ყოფილა ყველა გუნდს მოგება და ფრეზე თანხა ერიცხებათ და ცოტა თვალები გაახილეთ და ეგრევე ლიგის ფინალში გასვლა ნუ მოგინდებათ და აცალეთ ცოტა ხანს ფედერაცია პს არავინ არ მყავს მაგ ფედერაციაში არც ვაქებ მარა არც ვერჩი ჯერჯერობით ნაკრებიც კიდე ესე კარგად არ უთამაშიამე როგორც მახსოვს რო რა უიღბლობა ბევრი ქულა გვექნებოდა
fuck
18:19 24-02-2017
0
გორელები საკუთარი გუნდიდ თამაშზე არ დადიხართ და ვინც დადის მარტო გინებით გულის მოსაფხანად.
ჯ.ს.
18:15 24-02-2017
0

სიახლეები პოპულარული