გიორგი დათუნაიშვილი: რა შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვაჩვენოთ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა სუპერთასის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" ანგარიშით 2:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად გახდა სუპერთასის მფლობელი.

- სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]

"ტორპედო" საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მატჩი იმდენად სანახაობრივი გამოვიდა, ალბათ, გულშემატკივრები არ ინანებდნენ სტადიონზე მოსვლას.

საბოლოოდ, გაგვიმართლა, მოვიგეთ და ბედნიერები ვართ, რომ "სამტრედიას" კიდევ ერთი ტიტული შევმატეთ. ვულოცავ სამტრედიას!

რაც შეეხება წითელ ბარათს, იმ მომენტში ყვითელ ბარათს ნამდვილად ვიმსახურებდი, თუმცა, რადგან
მეორე იყო, მსაჯს შეეძლო, დავენდე და არ გავეძევებინე, თუმცა არა უშავს.

სეზონის დასაწყისია და ის ყოველთვის მძიმეა. ამხანაგურების მერე პირველი მატჩი ჩავატარეთ და ლოგიკურია, რომ მწვრთნელის დავალებები სრულად ვერ შევასრულეთ. ახლა სეზონი იწყება, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც მოვა და უკვე იქ ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ", - თქვა დათუნაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეტა რა გვინდა ლიგაზე საერთოდ როცა მალტის და სან მარინოს დელეგაცია ნატრობს რომ საქართველოს გუნდს შეხვდეს?
kokori
16:09 27-02-2017
0
დაიწყო ბაქიბუქობა უკვე თუ როგორაა ჩვენი საქმე?!
0

სიახლეები პოპულარული