დღეს საქართველოს თასის მესამე ეტაპი დასრულდება

AutoSharing Option
10 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდები დაძაბული და საინტერესო მატჩებით გამოვლინდნენ.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი "გარდაბანსა" და თბილისის "ნორჩი დინამოს" შორის გაიმართა, საბოლოოდ შეხვედრა თბილისური კლუბის გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

სამეგრელო - მარგვეთი 2006 2:0
გარეჯი - საბურთალო-2 4:0
ლესიჭინე 2016 - დინამო სოხუმი 1:0 დ.დ. (1:0)
ვარკეთილი - გორი 1:2 დ.დ. (0:1)
საპოვნელა - მარკ სტარსი 1:0
ლოკომოტივი-2 - ალგეთი
2:3 დ.დ. (2:2)
ლიახვი აჩაბეთი - სქური 0:1
ჭიათურა - თელავი 2:0
კოლხეთი ხობი - იმერეთი 0:1

საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. თბილისის "შევარდენი 1906" ქედის "ბეთლემს" უმასპინძლებს, წყალტუბოს "სამგურალი-2" კი, გულრიფშის "კოლხს".

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული