აღნიშნულ ეტაპზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ოც კლუბთან ერთდ ლიგა 3-ის რვა და რეგიონული ლიგის ოთხი კლუბი მიიღებს მონაწილეობას. მერვედფინალში გამსვლელი გუნდები კი ტრადიციულად ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
მეთექვსმეტედფინალში ორი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება. მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თბილისის "ვიტ-ჯორჯია" 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონ "სამტრედიას" დაუხვდება.
ქობულეთის "ჩელე არენაზე" კი, შავიზღვისპირა დერბიში, ერთმანეთის წინააღმდეგ ფოთის "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო" წარსდგებიან.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური
კოლხეთი 1913 - დინამო ბათუმი: 15 მარტი 15:00 საათი. ქობულეთი, ჩელე-არენა.
ზუგდიდი - ცხინვალი: 15 მარტი 15:00 საათი . ზუგდიდი, ზედა ეწერის სტადიონი.
შევარდენი 1906 - საბურთალო: 15 მარტი 19:00 საათი. თბილისი, ზ. ბენდელიანის სახ. სტადიონი.
სამეგრელო - გურია: 15 მარტი 15:00 საათი. ხონი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სტადიონი .
საპოვნელა - ტორპედო: 15 მარტი 15:00 საათი. სამტრედია, ე.მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
ლესიჭინე - ჩიხურა: 15 მარტი 15:00 საათი. მარტვილი, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი.
ალგეთი - დინამო თბილისი: 15 მარტი 15:00 საათი. თბილისი, საწვრთნელი ცენტრი ბასა.
ვიტ ჯორჯია - სამტრედია: 15 მარტი 15:45 საათი. მცხეთა,მცხეთა-პარკი.
სამგურალი-2 - დილა: 15 მარტი 15:00 საათი. წყალტუბო, 26 მაისის სახელობის სტადიონი.
გარეჯი - იმერეთი: 15 მარტი 15:00 საათი. სართიჭალა, ცენტრალური სტადიონი.
გაგრა - მეშახტე: 15 მარტი 11:30 საათი. მცხეთა, მცხეთა-პარკი .
რუსთავი - მერანი: 15 მარტი 15:45 საათი. რუსთავი, ფოლადის სტადიონი.
სქური - სიონი: 15 მარტი 15:00 საათი. წალენჯიხა, საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი.
ფკ გორი - შუქურა: 15 მარტი 15:00 საათი. გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
ნორჩი დინამო - ლოკომოტივი: 15 მარტი 11:30 საათი. რუსთავი, ფოლადის სტადიონი.
ჭიათურა - სამგურალი: 15 მარტი 15:00 საათი , ჭიათურა, თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონი.
წყარო: gff.ge