- საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]
შეგახსენებთ, რომ ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე იაგო დეისაძემ გაიტანა. 53-ე წუთზე გიორგი ხიდეშელს წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ ყოფილ თანაგუნდელს, მეკარე ბაჩო მიქავას პენალტი ვერ გაუტანა.
"ნორჩი დინამო" საინტერესო გუნდია და ამავე სახელწოდების საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა. მისი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ შენგელიაა, რომელიც მწვრთნელთა ლიცენზირების კურსებს კითხულობს.
წლეულს გუნდში ბევრი საინტერესო
"ჩვენი მეტოქე სრული შემადგენლობით არ თამაშობდა, ძირითადი შემადგენლობიდან 4 კაცი ჰყავდათ და მერე შეცვლაზეც შემოიყვანეს, მაგრამ თავისთავად, ეროვნული ლიგის ლიდერთან მოგება ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ბიჭებმა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ თამაში შეგვძლებია.
მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ჩვენ კიდევ 3-4 კარგი მომენტი გვქონდა", - ამბობს გოგი ფიფია.
ფეხბურთელი გულშემატკივარმა "თბილისიდან" გაიცნო. "კაიზერსლაუტერნის" 19-წლამდელთა გუნდიდან სამშობლოში დაბრუნებული ცენტრალური ნახევარმცველი დიდ იმედებს იძლეოდა და წლების განმავლობაში საქართველოს წამყვან გუნდებში თამაშობდა, მათ შორის - გია გეგუჩაძის "ზესტაფონში".
მაგრამ ბოლო დროს ფიფია ჩრდილში მოექცა და დავინტერესდით, როგორ აღმოჩნდა 31 წლის ფეხბურთელი მესამე ლიგაში:
"როგორ მოვედით "ნორჩ დინამოში"? უბანში ბიჭები რომ შეიკრიბებიან და გუნდი სპონტანურად ყალიბდება, აქაც ასე მოხდა. ყველა ჩვენგანი უგუნდოდ დარჩა, "ნორჩ დინამოში" კი შანსი მოგვცეს და ასე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელშიც ბევრი ცნობილი მოთამაშეა.
პირადად მე, ყველაფერი მას შემდეგ ამერია, როცა პირველ ლიგაში წავედი. რადგან ერთი წელიწადი უმაღლეს ლიგაში არ ვთამაშობდი, ყველამ დამივიწყა. ხალხს ეგონა, რომ ფეხბურთს შევეშვი. რაიონებიდან წინადადებები მქონდა, მაგრამ შარშანდელმა ცუდმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სადმე წასვლას, აქ დარჩენა და თამაში მირჩევნია, რადგან სახლთან ახლოს ვარ".
ფიფიას თქმით, გუნდის მიზანს შემადგენლობა განაპირობებს:
"როცა ერთად შევიკრიბეთ, ლაპარაკი იყო ლიგა 3-ში ადგილის შენარჩუნებაზე. ჩვენი ბიჭების გამოცდილებიდან და კლასიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება.
სხვათა შორის, "შატილის" სტადიონზე (თემქაზე, სადაც "ნორჩი დინამო" თამაშობს - ავტ) მოედნის საფარს ცვლიან და იმედია, 24 მარტის საშინაო შეხვედრას იქ ჩავატარებთ. ამის გამო დროებით რუსთავში ვთამაშობთ. იმავე მიზეზის გამო გლდანში "ნორჩი დინამოს" მოედანზე ვვარჯიშობთ, რომელიც არასტანდარტულია და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
რა თქმა უნდა, უმაღლესი ლიგის გუნდების შესაბამისი პირობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ვარჯიშის გრაფიკი არაფრით განსხვავდება და ფორმის შესანარჩუნებლად არ ვჩერდებით. იქნებ ვიღაცას კიდევ გავახსენდეთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"