თემურ შალამბერიძე: პენალტი დასანიშნი იყო, "ზესტაფონის" მცველი - გასაგდები

AutoSharing Option
საქართველოს თასის ყველაზე სკანდალური და დაძაბული ფინალის შემდეგ მეტოქეთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ემოციური კომენტარები გააკეთეს.

ცხადია, მთავარი თემა მსაჯობა იყო, რამაც უდავოდ ლამაზად დაწყებულ მატჩს ელფერი დაუკარგა.

თემურ შალამბერიძე ("დილას" მთავარი მწვრთნელი):

"ძალიან დაძაბული და ნერვული თამაში გამოდგა. არ ვიცი, ჩვენი მოწინააღმდეგე ასე რატომ გაღიზიანდა.

ყველაფერი მათ კარში დანიშნული პენალტის შემდეგ დაიწყო. გულწრფელად მგონია, რომ პენალტიც დასანიშნი იყო და "ზესტაფონის" მცველიც - გასაგდები.

მაგრამ ფინალს თან ახლავს
დაძაბულობა და სხვაგვარად არც გამოვიდოდა.

ეს ჩემთვის პირველი ტიტულია უმაღლესი ლიგის მწვრთნელის რანგში და ბედნიერი ვარ, გორის "დილამ" თასი რომ ასწია. ვულოცავ გორს ამ დიდ წარმატებას".

ასევე, იხილეთ
საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული

გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!

გიორგი ონიანი: მსაჯისგან აშკარა ჩაგვრამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა

მათე ვაწაძე: ჩვენი მიზანი თასი იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ

ლაშა სალუქვაძე: მჯერა, თასებსა და ჩემპიონობას კიდევ მოვიპოვებთ

გოჩა ხოჯავა: თასის ფინალში დაძაბულობა რომ არ იყოს, მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნებოდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაღაი შენ და მერაბიშვილი იტყვით რა!
suslika
12:31 28-05-2012
0
კიდევ 2+2=5 და ომი მოვუგეთ რუსეთს.სამრცხვინოები ხართ
beso
13:21 28-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული