ლევან ყიფიანი: შეურაცხმყოფელია, თასი ისევ დავით ყიფიანის სახელობის იყოს!

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი - ჯერაც ასე ჰქვია საქართველოს თასის გათამაშებას და შესაძლოა, მალე ეს სახელი აღარ ჰქონდეს.

ამ ტურნირს ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი 2002 წლიდან დაერქვა და რამდენიმე ფინალი ისეთი გამოდგა, დიდი მითქმა-მოთქმა რომ გამოიწვია.

წლეულს ფინალში გორის "დილა" და "ზესტაფონი" შეხვდნენ. თასი "დილას" დარჩა, მაგრამ...

ერთი სიტყვით, წლევანდელი ფინალი სამარცხვინო გამოდგა და ამ ყველაფერმა დავით ყიფიანის ოჯახის სამართლიანი შეშფოთებაც გამოიწვია.

ლეგენდარული ფეხბურთელის შვილმა ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" საუბარშიც დაადასტურა, რომ აღარ სურს, ტურნირს ისევ მამამისის სახელი ერქვას:

"ალბათ,
მომიწევს, ფეხბურთის ფედერაციას რომ მივმართო ამასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რაც წლევანდელ ფინალში მოხდა, შეურაცხმყოფელია, რომ ეს თასი დავით ყიფიანის სახელობის იყოს.

საქმეს ოფიციალური მსვლელობა უნდა მივცეთ და ვაპირებ, რომ იურისტებთან გავიარო კონსულტაციები.

უნდა დავაზუსტო, რამდენად შესაძლებელია, რომ ოჯახმა იმას მიაღწიოს, ამ ტურნირს დავით ყიფიანის სახელთან არანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს".

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ფეხბურთის ფედერაცია ამ ყოველივეს გამო მართლაც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან თუ გაითვალისწინებს დავით ყიფიანის ოჯახის მოთხოვნას, ამით ძალაუნებურად იმის აღიარებაც მოუწევს, რომ წლევანდელი ფინალი საშინელება იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!

საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული
მკითხველის კომენტარები / 4 /
თასი ზესტაფონს ეკუთვნიდა,გამოზიებას ვინ ცჰაატარებს.ვანო?
akaki
30 ივნისი 2012 01:32
0
ბოდიში ლევან, სახელში შევცდი.
zurabi vakidan
19 ივნისი 2012 15:40
0
რა არ მოგეცონა ცლევანდელ ფინალში?აბა სულ ზესტაფონი და დინამო ხო არ მოიგებენ ყველაპერს,ლევან ყიპიანს ხო ტავისი აზრი არასდროს ქონდა და ეხლაც ეგრეა,სხვები აგიჯებენ,მამაშენის შვილს ეგ არ გეკადრება,შენც სიჭინავას ჯამბაზი ხარ,ასე რომ დააყენე რააააა?
ვასკულატ
19 ივნისი 2012 15:39
0
გიორგი, მე არ ვიცი როგორი ფორმით უნდა გააკეთო ეს, მაგრამ მე როგორც შენი მამის დიდი გულშემატკივარი (ასაკითაც თანატოლები), ძალიან ცუდად მომხვდა გულზე .იქნებ ღირდეს დაფიქრებად, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. თუ რამდენიმე ფინალი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, რა შუაშია აქ ცხონებული დათოს სახელი, ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს დამდაშავე.
zurabi vakidan
19 ივნისი 2012 15:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული