თანაც, განახლდება ერთობ საინტერესო მატჩით: საქართველოს 2012 წლის სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი "დილა" იბრძოლებენ. ნუ გიკვირთ: დღეს სწორედაც რომ... წინა წლის ტიტული თამაშდება!
თუმცა საქართველოს სუპერთასის გათამაშებას თავიდანვე უცნაურობანი "დაებედა" და იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდამ "არასაფეხბურთო" დროსა თუ სიტუაციაში ტარდებოდა.
არადა, ამ თემას უკვე იმდენჯერ შევეხეთ, უკვე უხერხულიცაა იმის თქმა, რომ თითქმის ყველგან სუპერთასის მატჩით... სეზონი იწყება! აი, ჩვენთან კი, სხვადასხვა მიზეზის
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ არცთუ პრესტიჟული ტიტულისათვის მებრძოლი გუნდების "დამსახურებაც" იყო, სუპერთასი სეზონის დასაწყისში (ანუ ზაფხულში, კერძოდ, აგვისტოში, გნებავთ - ივლისის ბოლოს) რომ არ თამაშდებოდა. მიზეზად კი, რაღა თქმა უნდა, ევროტურნირებზე მონაწილეობა და, აქედან გამომდინარე, შემჭიდროებული გრაფიკი მოჰყავდათ. ანუ მთლად ფეხბურთის ფედერაციასაც ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს სუპერთასი ზაფხულში ვერ ტარდება.
ისე, იმედი დავიტოვოთ, რომ წლეულს მაინც შეიცვლება სიტუაცია და საქართველოს 2013 წლის სუპერთასის მატჩი სწორედაც რომ წლევანდელ ზაფხულს, ახალი სეზონის დაწყების წინ ჩატარდება.
...სუპერთასის ჩატარების იდეა გაზეთ "რეზონანსს" ეკუთვნოდა. მერე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებდა. ამას 5-წლიანი პაუზა მოჰყვა, ვიდრე პროფესიული ფეხბურთის ლიგა არ აღადგენდა; მერე სპონსორებიც გამოჩნდნენ ("ფოლკსვაგენი", "ვი-თი-ბი ბანკი") და სუპერთასის მონაწილეებს მატერიალური მოტივაციაც გაუჩნდათ. თუმცა ამ გათამაშების პრესტიჟულობა ნელ-ნელა კლებულობდა:
აბა, შარშან რომ ჩატარდა სუპერთასი, იმ მატჩს რა ფასი უნდა ჰქონოდა? შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 29 მაისს გამართულ შეხვედრაში, ტრადიციისამებრ, წინა წლის სუპერთასი თამაშდებოდა და ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ჩემპიონმაც ("ზესტაფონმა") და თასის მფლობელმაც ("გაგრამ"), ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობებით იასპარეზეს...
...საქართველოს სუპერთასს თავიდანვე უცნაურობა "დაებედაო", ზემოთ ვთქვით და მართლაც ასეა: პირველი გათამაშება "ისტორიული" იმითაც იყო, რომ ვიდრე მატჩი დაიწყებოდა, მეტოქეებმა... პენალტების სერია შეასრულეს! ანუ, თუ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდებოდა, გამარჯვებულად ის გუნდი გამოცხადდებოდა, მატჩისწინა (!) პენალტების სერიაში ვინც იყოჩაღებდა!
საბედნიეროდ, თბილისის "დინამომ" ძირითად დროში უპრობლემოდ შეძლო "ბათუმის" დამარცხება და კიდევ უფრო საბედნიეროდ, ეს "ნოვაცია" არც ჩვენთან და არც სხვაგან აღარ დანერგილა.
დაბოლოს, ერთ საინტერესო ფაქტზეც: პირველი სუპერთასი 1996 წელს ჩატარდა და იმ მატჩის მონაწილე 4 ფეხბურთელი დღესაც აგრძელებს საფეხბურთო კარიერას!
თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 20 წლის გივი დიდავა, 19 წლის ლევან კობიაშვილი და 18 წლის ალექსანდრე იაშვილი ასპარეზობდნენ, ბათუმელთა გუნდში კი - 22 წლის ამირან მუჯირი.
17 წლის წინათ ჩატარებული იმ შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეზეც გვინდა ვთქვათ, რამეთუ 1996 წელი მართლაც გამორჩეული იყო იმ დროისათვის 18 წლის კახა კალაძისთვის: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა (კვიპროსთან ამხანაგურ შეხვედრაში), საქართველოს ჩემპიონიც გახდა და სუპერთასიც მოიგო!
ფაქტები, მოვლენები
· წინა თერთმეტი გათამაშების გეოგრაფია ასეთია: საქართველოს სუპერთასის მატჩს სამჯერ უმასპინძლა ბათუმის სტადიონმა (იყო ასეთი ნაგებობა ამ ლამაზ ქალაქში), ასევე სამჯერ - თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა, ორჯერ - ეროვნულმა სტადიონმა (ახლა "დინამო-არენა" ჰქვია), თითო-თითოჯერ კი - ქუთაისმა, გორმა და რუსთავმა.
· საქართველოს სუპერთასზე გუნდების მონაწილეობის მაჩვენებელი ასეთია: თბილისის "დინამო" - 7 მონაწილეობა (5 გამარჯვება), "ბათუმი" - 3 (1), "ამერი" - 2 (2), "ზესტაფონი" - 2 (1), "მეტალურგი" - 2 (1), "ვიტ ჯორჯია" - 2 (1), "სიონი" - 1 (0), "ლოკომოტივი" - 1 (0), "ტორპედო" - 1 (0), "გაგრა" - 1 (0).
· მწვრთნელებს შორის სუპერთასზე ყველაზე მეტი, 3 მატჩი შოთა ჭეიშვილმა ("ბათუმი") ჩაატარა, ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ: დავით ყიფიანი ("დინამო", "ტორპედო"), კახა ცხადაძე ("დინამო", "სიონი"), გიორგი ჩიხრაძე ("ამერი"), ნოდარ აკობია ("დინამო", "ლოკომოტივი"); თითო-თითოჯერ: მურთაზ ხურცილავა, ოთარ კორღალიძე, რაინერ ცობელი, კახა კაჭარავა (ყველა - "დინამო"), ანატოლი პისკოვეცი, თემურ მახარაძე (ორივე - "მეტალურგი"), გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), მერაბ კოჭლაშვილი, გელა გომელაური (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), ზვიად ჯელაძე ("გაგრა"). ამათგან საუკეთესო შედეგი გიორგი ჩიხრაძეს აქვს - ორი მატჩი და ორი გამარჯვება. აი, ზვიად ჯელაძეს კი შარშან უნიკალური შანსი ჰქონდა, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში სუპერთასი რომ მოეგო...
· წინა თერთმეტ გათამაშებაში ცამეტ ლეგიონერს უასპარეზია: ინომოვს (უზბეკეთი), რამონს (ბრაზილია), ევოჩეს, ჩასემს, ჯუისს (სამივე - კამერუნი), აკუასაგას, ოვონოს, აკირემის (სამივე - გაბონი), კრშკოს (სლოვაკეთი), სპასოევიჩს (ჩერნოგორია), ედნილსონს (პორტუგალია), ოვონიკოკოს, ჯერემიას (ორივე - ნიგერია).
· არბიტრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ლევან ფანიაშვილსა და ლაშა სილაგავას, რომლებმაც ორ-ორჯერ იმსაჯეს სუპერთასის მატჩი. დანარჩენ შეხვედრებს სჯიდნენ: ელგუჯა სილაგავა, პაატა დოგრაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, კახა მესხი, დავით ხარიტონაშვილი, გიორგი კიკაჩეიშვილი, გიორგი ვადაჭკორია.
· სუპერთასის ისტორიაში მხოლოდ 5 ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან: დავით სოლოღაშვილი ("ბათუმი"), სანდრო იაშვილი ("დინამო"), გიორგი ონიანი ("ლოკომოტივი"), სერგი ორბელაძე ("ოლიმპი"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია").
· ბომბარდირთა შორის გრიგოლ დოლიძე ლიდერობს: "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ იასპარეზა სუპერთასზე და 4 გოლი გაიტანა. დოლიძე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც სუპერთასზე ჰეთ თრიქი შეასრულა.
· სუპერთასის აბსოლუტური რეკორდსმენია გივი დიდავა: საქართველოს 7-გზის ჩემპიონს სუპერთასზეც არანაკლებ ჩინებული შედეგი აქვს - 5 გამარჯვება! სამ-სამჯერ მოუგიათ სუპერთასი გიორგი დავითნიძესა და დავით ბოლქვაძეს; დღეის შემდეგ ანალოგიური მიღწევის შანსი აქვთ შოთა ბაბუნაშვილს, რატი წინამძღვრიშვილს (ორივე - "ზესტაფონი") და ალექსანდრე კვახაძეს ("დილა") - დღევანდლამდე მათ აქტივში ორ-ორი გამარჯვებაა. აი, რაც შეეხება გიორგი კახელიშვილს, ის თავის მეოთხე სუპერთასის მატჩში ითამაშებს (თანაც, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში), ოღონდ მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება.
საქართველოს სუპერთასის ყველა მატჩი
I გათამაშება
28. 07. 1996. ბათუმი. ცენტრალური. 7000 მაყურებელი
დინამო-ბათუმი 4:0
1:0 ა. იაშვილი (23), 2:0, 3:0 ყიზილაშვილი (52, 54), 4:0 ცქიტიშვილი (78)
დინამო: ზოიძე - კალაძე, ნ. ლობჟანიძე (75. დიდავა), კუდინოვი, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, კიკნაძე, ანჩაბაძე (72. ინალიშვილი), კერძევაძე - ყიზილაშვილი, ა. იაშვილი (71. ხომერიკი)
მწვრთნელი: ნოდარ აკობია
ბათუმი: ტოგონიძე - შანიძე (71. ი. მახარაძე), შეყილაძე, მ. მახარაძე, მინდაძე - ღლონტი, თორღაშვილი, ტუღუში, ა. მუჯირი - უჯმაჯურიძე, დ. მახარაძე (54. ტრაპაიძე)
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: კიკნაძე
არბიტრი: ე. სილაგავა (თბილისი)
II გათამაშება
4. 08. 1997. ქუთაისი. ცენტრალური. 6000 მაყურებელი
დინამო-ბათუმი 4:1
1:0 დ. მუჯირი (20), 2:0 გოგიჩაიშვილი (27, პენალტით), 3:0 კალაძე (55), 3:1 აფხაზავა (75, პენალტით), 4:1 ალექსიძე (85)
დინამო: ზოიძე - კალაძე, ნ. ლობჟანიძე, ზ. ჯელაძე (46. გუჩუა), ჩხაიძე (88. დავითნიძე) - გოგიჩაიშვილი (64. ალექსიძე), კიკნაძე, ცქიტიშვილი (46. გოგობერიშვილი), დიდავა - დ. მუჯირი (58. ხომერიკი), ა. იაშვილი (87. კგ. კვარაცხელია)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
ბათუმი: ტოგონიძე - ი. მახარაძე (40. ფუტკარაძე), ასპინძელაშვილი, ჭიჭვეიშვილი, მინდაძე - ღლონტი, სიჭინავა, კანტიძე, სოლოღაშვილი - მაქაცარია (46. აფხაზავა), ჩუხუა (46. ყულეჯიშვილი)
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: მუჯირი; ჩუხუა, სოლოღაშვილი
გაძევება: სოლოღაშვილი
არბიტრი: პ. დოგრაშვილი (ქუთაისი)
III გათამაშება
2. 08. 1998. ბათუმი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი
დინამო-ბათუმი 1:2
0:1 მაჭუტაძე (38), 1:1 ცქიტიშვილი (79), 1:2 ტუღუში (81)
დინამო: სოღოლაშვილი - ი. მახარაძე, გ. კვარაცხელია (62. სახვაძე), გუჩუა, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, კიკნაძე, დ. მუჯირი (66. ლ. მელქაძე), ალექსიძე - ხომერიკი (68. გ. შენგელია), აშვეთია.
მწვრთნელი: მურთაზ ხურცილავა
ბათუმი: ტოგონიძე - გოგიტიძე, მ. მახარაძე, ჭიჭვეიშვილი, მინდაძე (44. აფხაზავა) - სიჭინავა, ვერემჩუკი, კანტიძე (71. მაქაცარია), ტუღუში - გადელია (31. ღლონტი), მაჭუტაძე.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: გუჩუა; კანტიძე
არბიტრი: თ. ლაცაბიძე (სურამი)
IV გათამაშება
29. 02. 2000. თბილისი. ეროვნული. 1500 მაყურებელი
დინამო-ტორპედო 1:0
1:0 წიტაიშვილი (16)
დინამო: გრიშიკაშვილი - შაშიაშვილი, ვაშაკიძე, დიდავა, ქემოკლიძე - ჯინჭარაძე, გუჩუა, სიჭინავა, სახვაძე (89. რუხაძე) - დათვაძე (80. ანჩაბაძე), წიტაიშვილი (90. ხუციშვილი)
მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე
ტორპედო: გრ. ჭანტურია - ამისულაშვილი, მახვილაძე (23. ასათიანი), ხვადაგიანი, მაღლაკელიძე (76. ბობოხიძე) - ახვლედიანი, კვეტენაძე, კ. ჩხეტიანი, იონანიძე - იმედაძე (65. დ. ჯანაშია), გ. მეგრელაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
გაფრთხილება: გუჩუა, სახვაძე, ვაშაკიძე
არბიტრი: კ. მესხი (ზუგდიდი)
V გათამაშება
14. 09. 2005. ბათუმი. ცენტრალური. 3000 მაყურებელი
დინამო-ლოკომოტივი 1:0
1:0 ბობოხიძე (69)
დინამო: სტურუა - კ. ალადაშვილი, ქემოკლიძე, ამისულაშვილი, აკობია - ოდიკაძე, ლ. ნოზაძე, მერებაშვილი, ბაბუნაშვილი (88. ნავალოვსკი) - ლ. მელქაძე (59. ს. იაშვილი), ბობოხიძე (83. დ. გიგაური)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ლოკომოტივი: გრ. ჭანტურია - საჯაია, გ. ონიანი, მახვილაძე, რ. ონიანი (75. დ. ფოფხაძე) - სეთურიძე, ქებაძე, ინომოვი (79. ა. ნოზაძე), სირაძე - რამონი (55. ალავერდაშვილი), კახელიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ აკობია
გაფრთხილება: ალადაშვილი; გ. ონიანი, ა. ნოზაძე
გაძევება: იაშვილი, გ. ონიანი
არბიტრი ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
VI გათამაშება
1. 12. 2006. თბილისი. მიხეილ მესხი. 4000 მაყურებელი
ამერი-სიონი 1:0
1:0 დოლიძე (38)
ამერი: ქვაჩახია - დიდავა, დავითნიძე, ჩიკვილაძე, ელბაქიძე - დოლიძე (90. მჭედლიშვილი), დ. ბოლქვაძე, დეკანოსიძე, გ. ჯელაძე - წინამძღვრიშვილი (85. სევასტოპულო), ტატანაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე
სიონი: ბობღიაშვილი - კობაური, ჭიჭვეიშვილი, ლ. ჭელიძე, რაქვიაშვილი - ვ. უგრეხელიძე (46. კვიტაიშვილი), ბაჯელიძე (63. შავგულიძე), ოქროპირიძე, ალავიძე - ევოჩე (80. ქარდავა), ჩასემი
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: ბოლქვაძე, დიდავა, ქვაჩახია; ჩასემი, რაქვიაშვილი, ოქროპირიძე
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)
VII გათამაშება
ოლიმპი-ამერი 1:4
0:1 დოლიძე (29), 0:2 დოლიძე (65), 0:3 დოლიძე (71), 0:4 რ. გოცირიძე (88), 1:4 ყრუაშვილი (90)
ოლიმპი: მერლანი - ორბელაძე, აკუასაგა, მახვილაძე - კახელიშვილი, დევდარიანი, გეწაძე, სილაგაძე (73. ქებაძე), ნავალოვსკი (50. კოშკაძე) - რ. ჯიქია, დვალიშვილი (73. ყრუაშვილი)
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
ამერი: ქვაჩახია - კაკაშვილი, დავითნიძე, ჩიკვილაძე, ელბაქიძე - დოლიძე (75. ალავიძე), დეკანოსიძე, დ. ბოლქვაძე (75. მესხი), დიდავა, გ. ჯელაძე - ტატანაშვილი (80. რ. გოცირიძე)
მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე
გაფრთხილება: ორბელაძე; ელბაქიძე, ქვაჩახია, დიდავა, ჩიკვილაძე
გაძევება: ორბელაძე
არბიტრი: ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
VIII გათამაშება
03. 12. 2008. თბილისი. მ. მესხი. 4000 მაყურებელი
დინამო (თბ)-ზესტაფონი 1:0
1:0 ხმალაძე (90)
დინამო: ოვონო - თომაშვილი, გ. კაშია, კრშკო, ხმალაძე - ოდიკაძე (78. შ. კაშია), დიღმელაშვილი, ფირცხალავა, გველესიანი - მერებაშვილი (78. სპასოევიჩი), ვაწაძე
მწვრთნელი: რაინერ ცობელი
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - უ. ლობჟანიძე, შ. ღონღაძე (84. დაუშვილი), ს. თოდუა, მაკარიანი - ნ. კვასხვაძე (46. იონანიძე), გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, რ. ონიანი, ჩასემი, ბენაშვილი - გელაშვილი (65. ძარია).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ვაწაძე, გ. კაშია
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
IX გათამაშება
17. 12. 2009. რუსთავი. "ფოლადი". 3000 მაყურებელი
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 1:2 (დ.დ.)
0:1 გ. დათუნაიშვილი (10), 1:1 თომაშვილი (56), 1:2 ფირცხალავა (119, საკუთარ კარში)
დინამო: ლორია - შ. კაშია, გ. კაშია, თომაშვილი, კაკუბავა - მამუჩიშვილი (110. ფირცხალავა), ვ. ნემსაძე (55. ვაწაძე) - ჯუისი (46. ხმალაძე), ედნილსონი, მერებაშვილი - აკირემი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, დ. ლომაია, კვახაძე, ჯაფარიძე - ბეჭვაია, რაზმაძე (100. ვასაძე), გ. დათუნაშვილი, კლიმიაშვილი - ლიპარტია (91. კახელიშვილი), ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა გომელაური
გაფრთხილება: გ. კაშია, ჯუისი, ვაწაძე; ლიპარტია, კვარაცხელია, ლომაია
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)
X გათამაშება
21. 12. 2010. თბილისი. "ეროვნული". 500 მაყურებელი
ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:0
1:0 მოდებაძე (30), 2:0 გეწაძე (54)
ოლიმპი: ბედიაშვილი - თ. ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, ჯაფარიძე - რაზმაძე, ქავთარაძე - დ. ბოლქვაძე (68. გ. ნუგზარის ძე ჭელიძე), ყაზაიშვილი (62. დობროვოლსკი), გეწაძე - მოდებაძე (82. ბერიაშვილი)
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
ვიტ ჯორჯია: ძაძამია - ბეჭვაია, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, მაისაშვილი - კლიმიაშვილი, ჯანელიძე, გურ. გურეშიძე (75. გიორგი გურეშიძე) - ზაქრაძე (68. კორიფაძე)
მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
გაფრთხილება: დობროვოლსკი, ჯაფარიძე; კლიმიაშვილი
გაძევება: კლიმიაშვილი
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)
XI გათამაშება
29. 05. 2012. თბილისი. "მ. მესხი". 1000 მაყურებელი
ზესტაფონი-გაგრა 3:1
0:1 ჯერემია (9), 1:1 ჭანტურიშვილი (24), 2:1 წინამძღვრიშვილი (50), 3:1 ოვონიკოკო (66)
ზესტაფონი: მამალაძე - თორ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, რობაქიძე (66. ფირუზაშვილი), ჭანტურიშვილი - რაჟამაშვილი, ბერაია, ბაბუნაშვილი, შარიქაძე (70. გაჩეჩილაძე) - წინამძღვრიშვილი (62. ს. ლომია), ოვონიკოკო
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაგრა: ბეგაშვილი - თ. ჯიშკარიანი, ჭეიშვილი, ყურულაშვილი, ხოჯაშვილი - ხუციძე, ნადირაძე, როსტიაშვილი (46. ყიფიანი) - ჯერემია, კვანტალიანი (75. ერისთავი), სარდალიშვილი (46. ლ. სეთურიძე)
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
გაფრთხილება: მამალაძე, ჭეიშვილი; ბეგაშვილი, ყიფიანი, ყურულაშვილი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"