სოსო ფრუიძე: საუკეთესო დაცვა ხანდახან შეტევაა

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს თასის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში ბოლნისის "სიონი" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.

ბოლნისის "სიონი" არცთუ ხანმოკლე პაუზის შემდეგ 8 მაისს მშობლიურ ქალაქში ითამაშებს.

პირველი მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა და "სიონს" საკმაოდ ძნელი ამოცანის გადაჭრა მოუწევს, თუმცა გამორიცხული არაფერია...

მატჩის წინ მცირე კომენტარი ვთხოვეთ საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს.

Sportall.Ge

- შინ 2:0 მოიგეთ და ალბათ, ფინალში გასვლის უკეთესი შანსიც "ჩიხურას" აქვს...
- კარგია, რომ ორბურთიანი ფორა გვაქვს, მაგრამ ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინც არ გვაძლევს. დიდი ბრძოლა გველის
ბოლნისში. ყველანაირად ვეცდებით პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას.

- "ჩიხურა" დანაკლისით ხომ არ ხვდება ამ მატჩს?
- არა, ყველანი ჯანზე გვყავს.

- ალბათ, იცით, რომ "სიონს" არცთუ უმნიშვნელო პრობლემები აქვს ტრავმიანობის მხრივ...
- ირაკლი კლიმიაშვილისა და ლადო ახალაიას არყოფნა მართლაც დანაკლისია "სიონისთვის", ორივე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია.

- სტუმრად თამაშობთ, ორბურთიანი ფორა გაქვთ და ყოველივე აქედან გამომდინარე, "ჩიხურა" ბოლნისში დაცვიდან ითამაშებს?
- ვნახოთ, რა როგორ იქნება, რა შემადგენლობას ავირჩევთ და როგორ განვითარდება მოვლენები მატჩის დროს.

ისე კი, ყრუ დაცვაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებთ, საუკეთესო დაცვა, შესაძლოა, სწორედ შეტევა იყოს.

- დავუშვათ, "ჩიხურა" თასის ფინალში გავიდა და ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა - ასეთ შემთხვევაში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება რამდენად მოსალოდნელია?
- გამოჩნდება იმის საშუალება, რომ გავძლიერდეთ. ამაზე უკვე იყო ლაპარაკი. ევროპალიგაზე თუ გავალთ, თავიც არ უნდა შევირცხვინოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული