ჩისკო: ლამაზი სეზონი ლამაზადვე დავასრულეთ

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:1 სძლია.

ამრიგად, 2012/2013 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

ჩისკო, "დინამო":
"ლამაზი სეზონი ლამაზადვე დავასრულეთ. "ჩიხურა" ძლიერი გუნდია და დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწია.

პენალტის გამოუყენებლობაზე გული მწყდება, მაგრამ მთავარია, რომ თასს ჩვენ დავეუფლეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დუბლი ათი წლის შემდეგ - თასიც "დინამოსია"! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული