გიორგი ლორია: არ მეგონა, "ჩიხურა" ასეთ წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდა

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:1 სძლია.

ამრიგად, 2012/2013 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

გიორგი ლორია, "დინამო":
"მეორე ეტაპზე საჩხერელებს ორჯერ მოვუგეთ და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, "ჩიხურა" ასეთ წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდა.

მაგრამ საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს.

თამაში, განსაკუთრებით, გაფუჭებულმა პენალტმა გაართულა, მაგრამ მეორე ტაიმში მობილიზებულად დავიწყეთ და ამან თავისი შედეგი მოიტანა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დუბლი ათი წლის შემდეგ - თასიც "დინამოსია"! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული