საქართველოს თასზე მერვედფინალისტები გამოვლინდებიან

AutoSharing Option
17 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება, რის მიხედვითაც 10 მერვედფინალისტი გამოვლინდება. დანარჩენი 6 უკვე ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ ისე, როგორც ბოლო წლებში, ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხი ქართული კლუბი საქართველოს თასის გათამაშებაში წლეულსაც მერვედფინალიდან იწყებს ასპარეზობას, ანუ თბილისის "დინამო", გორის "დილა", ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა" თასის საწყის ეტაპზე არ მონაწილეობდნენ.

მეხუთე მერვედფინალისტი "ვიტ ჯორჯიაა", რომლის მეტოქეც 1/16-ფინალში "ლიახვი" (აჩაბეთი) იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო "ლიახვი" პირველი ლიგიდანაც მოიხსნა და თასის გათამაშებაში მონაწილეობაზეც უარი თქვა.

მოკლედ, "ვეტერინარებმა"
უბრძოლველად მოიპოვეს მერვედფინალის საგზური.

აი, ცხინვალის "სპარტაკმა" კი საპასუხო 1/16-ფინალური მატჩი "ვადაზე ადრე" ჩაატარა: მოგეხსენებათ, რომ ამ გუნდმა ჩემპიონატის გამოტოვებული შეხვედრა 17 სექტემბერს უნდა ითამაშოს (თბილისის "დინამოსთან") და ამიტომაც სანაკრებო პაუზის დროს (კერძოდ, 5 სექტემბერს) გამართა საპასუხო სათასო მატჩი "ჭიათურასთან".

ისე, როგორც პირველ შეხვედრაში (4:1), "სპარტაკმა" ამჯერადაც მოიგო (სტუმრად - 3:2) და თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს, ვფიქრობთ, რომ "ხმაურიან" სენსაციებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. თუმცა, ვინ იცის...

საქართველოს თასი
1/16-ფინალი
17.09. საგურამო. ლოკომოტივის ბაზა. 11:00
ლოკომოტივი-ალგეთი (2:1)

17.09. ხობი. ცენტრალური. 15:30
კოლხეთი (ხ)-ზუგდიდი (1:1)

17.09. თერჯოლა. ცენტრალური. 15:30
საპოვნელა-გურია (1:5)

17.09. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 15:30
მერანი-სამტრედია (4:2)

17.09. წალენჯიხა. ს. კვარაცხელია. 15:30
სქური-შუქურა (0:1)

17.09. ბოლნისი. თ. სტეფანია. 15:30
სტუ-სიონი (1:6)

17.09. გორი. თ. ბურჯანაძე. 15:30
გაგრა-მეტალურგი (0:2)

17.09. ოზურგეთი. ცენტრალური. 15:30
მერცხალი-დინამო ბთ (0:6)

17.09. ფოთი. ფაზისი. 15:30
კოლხეთი (ფ)-სამგურალი (2:1)

17.09. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 18:00
ზესტაფონი-სულორი (5:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მონაცემი ალბათ სფფ-ს ვებ-გვერდიდან აიღეთ :)))
0

სიახლეები პოპულარული