საქართველოს თასი: მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

AutoSharing Option
საქართველოს თასის მეოთხედფინალისტების ვინაობა ოქტომბრის ბოლოს გაირკვა, აი, 22 დეკემბერს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში წილისყრა ჩატარდა.

8 გუნდი ასე დაწყვილდა:

მეტალურგი (რუსთავი)-დინამო (თბილისი)
სიონი (ბოლნისი)-ჩიხურა (საჩხერე)
ტორპედო (ქუთაისი)-დილა (გორი)
შუქურა (ქობულეთი)-მერანი (მარტვილი)

პირველი მატჩები 2014 წლის 22 თებერვალს გაიმართება, საპასუხო - 20 მარტს.

22 თებერვალს ჩატარდება აგრეთვე XVII ტურის გადადებული შეხვედრა "ზესტაფონსა" და "სპარტაკს" შორის, ხოლო ჩემპიონატის II ეტაპი 26 თებერვალს განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული