თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ" სეზონი გამარჯვებებით განაახლეს [VIDEO]

AutoSharing Option
22 თებერვალს საქართველოს თასის 1/4 ფინალის I მატჩები გაიმართა.

ბონისის "სიონისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის დაწყების წინ, "სიონის" ფეხბურთელებმა საქართველოს დროშასთან ერთად, კიევში განვითარებული მოვლენების სოლიდარობის ნიშნით, უკრაინის დროშაც გაიტანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

55-ე წუთზე მასპინძლები ზვიად ლობჯანიძემ დააწინაურა, თუმცა ლევან ხმალაძემ პენალტით 72-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა - 1:1. ეს შეხვედრა ვაკის სტადიონზე გაიმართა.

რუსთავის "მეტალურგმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. მეორე ტაიმში "დინამომ" იძალა
და ჩისკო მუნიოსისა (71-ე წთ) და ირაკლი ძარიას (90) გოლებით 2:0 მოიგო.

სხვა მატჩებში, ქობულეთის "შუქურამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და დაუზავდა - 0:0.

ხოლო ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილას" დაუხვდა. რევაზ ძოძუაშვილის დებიუტი "ტორპედოში" მარცხიანი გამოდგა - 1:2.

სტუმრები ალექსანდრე კვახაძემ 36-ე წუთზე დააწინაურა, 83-ე წუთზე ლევან კორღალიძემ ორამდე გაზარდა უპირატესობა, ხოლო ბოლო წუთზე მასპინძელმა ოთარ კვერნაძემ ერთი გაქვითა. 
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენ განახებთ ზესტაფონი სეირს.იქნება რევანში 0-7.გგონიათ ილიამ გუნდი ბედის ანაბარა მიატოვა? ვერ მოგართვით.სად მიშა /ხუცო/და სად ვაშაკიძე? შეადარეთ სელექცია და მიხვდებით ხალხო.მიშა არის კლუბის ნაღდი მართველი და თავი კაცი.
chota
01:21 23-02-2014
0
200 000 ლარი რომ შეპირდნენ გუნდებს ეს არის ნამდვილი თუ მითი. რეგბისტებს ღმერთმა ხელი მოუმართოთ მაგრამ ყიფიანმა ფეხბურთს მიხედოს ჯობია.
puma
09:54 23-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული