საქართველოს თასი: "ჩიხურა" და "ზესტაფონი" უგოლოდ დაშორდნენ

AutoSharing Option
17 ნოემბერს საქართველოს თასის გათამაშების პირველი 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს ივანწმინდაში გასამართი შეხვედრა იწვევდა, რომელშიც საჩხერის "ჩიხურა" "ზესტაფონს" მასპინძლობდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა და ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობას საპასუხო დაპირისპირება გამოავლენს.

გოლი არ გასულა გორში გამართულ შეხვედრაშიც, სადაც "დილამ" ფოთის "კოლხეთი" მიიღო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრეს - შოთა ჯიქიამ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ბათუმის "დინამოს" გამარჯვება, რომელმაც ქობულეთში, "ჩელე არენაზე", "სამტრედიას" ანგარიშით 4:1 სძლია და მეოთხეფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სტუმრად
მოიგეს თავ-თავიანთი მატჩები ქუთაისის "ტორპედომ" და რუსთავის "მეტალურგმა". ქუთათურები მარტვილის "მერანს" სამტრედიაში ესტუმრნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. რუსთაველებმა კი ადგილობრივ "ზუგდიდს" აჯობეს - 2:0.

სამი უპასუხო გოლი გაუტანა ცხინვალის "სპარტაკმა" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თასის გათამაშებას შემორჩენილ ერთადერთ პირველლიგელ თერჯოლის "საპოვნელას".

მცხეთაში "ვიტ ჯორჯიამ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ბოლნისის "სიონი".

18 ნოემბერს, თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩს ქობულეთში "შუქურა" და თბილისის "დინამო" ჩაატარებენ. საპასუხო შეხვედრები კი 25 და 26 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შემდეგი ვინ იქნება სამტრედიაში?
tengo
17 ნოემბერი 2014 18:07
0
ჰა ჰა ჰა :)
სამტრედიას მწვრთნელთაცვენა დამართნია,ახლა ამასაც გააყუნცულებენ და დაიწყებენ ახალი მწვრთნელის ძებნას,ნეტა რა გვარის იქნება? ზაფხულაძე? თუ მანაია? :)
ჯანგო
17 ნოემბერი 2014 17:30
0

სიახლეები პოპულარული