დინამო (თბ)-შუქურა 3:1 - ნუ გააბრაზებთ "დინამოს"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" სრულიად დამსახურებულად გავიდა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში, თუმცა ამ მიღწევამდე გვარიანად ანერვიულა "დინამო არენაზე" შეკრებილი ერთგული გულშემატკივარი.

მატჩის დასრულებას 19 წუთი აკლდა, როცა მასპინძელ მცველებს "ჩაეძინათ". შეტევაში ჩართულმა ექსდინამოელმა დავით ხოჭოლავამ საშური მომენტი იხელთა და შანსი არ დაუტოვა ომარ მიგინეიშვილს. ეს ანგარიში უკვე "შუქურას" აწყობდა. პირველი მატჩის შედეგის (1:1) გათვალისწინებით, მინიმალური გამარჯვება სტუმრებს გზას მეოთხედფინალისკენ უხსნიდა...

აქ კი "დინამო" ძალიან გაბრაზდა და ერთიმეორის მიყოლებით მიიტანა სახიფათო იერიშები მოწინააღმდეგის კარზე. 83-ე წუთზე შეცვლაზე შესული გიორგი ჩირგაძე შესანიშნავად გაისარჯა -
რამდენიმე მცველთან ჭიდაობაში მოტრიალდა და უძლიერესადაც დაარტყა. მანამდე კარგად მოთამაშე თეიმურაზ კაკალაძე ამ დარტყმულთან ვერაფერს გახდა.

"დინამომ" იგრძნო, რომ ძალაგამოცლილი მეტოქის ძლევა ძირითად დროშივე შეიძლებოდა. თბილისელებმა წნეხი გააძლიერეს. აჭარული გუნდი კი უკვე ნირწამხდარი ჩანდა.

მეორე გოლი მალევე გავიდა. "დინამო" დიდებული დარტყმით დააწინაურა ლაშა პარუნაშვილმა, რომელმაც ბურთს მიწაზე დაშვება არ აცალა, ისე მიუჩინა ადგილი კაკალაძის კარში. ეს გოლიც სრულიად ლოგიკური იყო. ძალიან დაღლილ სტუმრებს იმის თავიც კი აღარ ჰქონდათ, რომ ბურთი ხეირიანად ამოეტანათ.

"დინამო" არც ამით დაკმაყოფილდა და კიდევ ერთი ბურთი შეაგდო. ამჯერად, თავი საბა ლობჟანიძემ გამოიჩინა. დინამოელთა მარჯვენაფლანგელმა სამსვლიანი კომბინაცია ეშმაკური დარტყმით დაასრულა - მეკარე დააწვინა და ისე შეაგდო.

ლობჟანიძეს, ვინც გუშინ უაღრესად აქტიური გახლდათ, ეს ბურთი ალალად ეკუთვნოდა.

...ისე მოხდა, რომ ამ მატჩზე თხრობა ეპილოგით დავიწყეთ. მართალია, სწორედ ამ დროს განვითარდა მთავარი მოვლენები, მაგრამ თამაში მანამდეც საინტერესო იყო. სანამ ამაზე ვიტყოდეთ, შევნიშნოთ, რომ მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა პროტესტი გამოხატეს ქალებზე განხორციელებული ძალადობის მიმართ.

პირველ ტაიმში გუნდებს მაინცდამაინც ბევრი საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. სულ თავიდან "დინამოს" მართებდა ანგარიშის გახსნა - ოთარ კაკაბაძის დიდებული გადაცემის შემდეგ საბანაძეს უნდა გაეხსნა ანგარიში, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ტაიმის დარჩენილ დროში კი მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს. ჯერ გიორგი ჩელებაძეს არ გაატანინა მიგინეიშვილმა, მერე კი საბა ლობჟანიძის დარტყმულს ჩინებულად დაუხვდა კაკალაძე.

აი, მეორე ნახევარში დინამოელთა მიერ შექმნილ თითოეულ საგოლე მომენტს კი ნამდვილად აღარ აღვწერთ - საამისოდ, გაზეთის ერთი გვერდიც შეიძლება არ გვეყოს. უბრალოდ, დავწერთ, რომ მოწინააღმდეგის კარის აღების შესანიშნავი შანსები ჰქონდათ პარუნაშვილს (ორჯერ), პაპუნაშვილს, გველესიანსა და ჩირგაძეს. ამის საპირწონედ, "შუქურა" მხოლოდ ზვიად მეტრეველის სახიფათო დარტყმულს დასჯერდა.

მერე კი დაიწყო ბოლო 20 წუთი და გოლთაცვენა, რომელზეც უკვე გიამბეთ.

მატჩის შემდეგ
კახა გოგიჩაიშვილი (დინამო თბ): "ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე დაცვიდან ითამაშებდა და ამისთვის ვარჯიშებზე ვემზადებოდით კიდეც. საბოლოო ჯამში, დამსახურებულად მოვიპოვეთ მეოთხედფინალის საგზური, რასაც ვულოცავ კიდეც "დინამოს" გულშემატკივრებს. "შუქურას" კი წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჩემპიონატში".

კონსტანტინ ფროლოვი (შუქურა): "ჩვენ ვიბრძოლეთ, თუმცა გუნდს ძალა არ ეყო. ვერ ვიტყვი, რომ შეცდომები დავუშვით. უბრალოდ, ვერ გავძელით. ვიცოდით მეტოქის რეალური ძალა. "დინამო" კარგი გუნდია და ძალიან ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას".

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
26.11. თბილისი. "დინამო არენა". 500 მაყურებელი
დინამო (თბ)-შუქურა 3:1 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 0:1 ხოჭოლავა (71), 1:1 ჩირგაძე (83), 2:1 პარუნაშვილი (86), 3:1 ლობჟანიძე (90)
დინამო (4-5-1): მიგინეიშვილი - კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი - ჩისკო (59. პაპუნაშვილი), ცინცაძე, პაპავა (77. ჯანელიძე), პარუნაშვილი, ლობჟანიძე - საბანაძე (46. ჩირგაძე)
სათადარიგოები: დაუშვილი, თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი
მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
შუქურა (5-4-1): კაკალაძე - ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, კალანდაძე (65. ბერუაშვილი), ტვილდიანი - ჩელებაძე, კუხიანიძე, ლობე, ტუღუში (75. კომახიძე) - მეტრეველი (89. კოპალიანი).
სათადარიგოები: ჯიოევი, ტაკიძე, ლუკასი, მესხი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: კალანდაძე (12), ლობე (89)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯობათ მეგობრებო.სადა ყავს გუნდი ძოძუაშვილს?"ტორბრდო" უმუშევარ პენსიონერთა დასაქმების ცენტრია და არა გუნდი.არ გჯერათ---აი მცირე ანალიზი თუ რას წარმოადგენს ეს გუნდი.ტორბედო"-ში (მარტო პირველ გუნდში)--30--!!!ფეხბურთელი ირიცხება(რად უნდატ ამდენი,--13 -ი თამაშიდან მხოლოდ 3-ი რომ მოიგინ იმისტვის?)და ამ30 -ს 10-მწვრთნელი,სელექციონერი,კონსულტანტი,ექიმი,მასაჟისტი ემსახურება.--(ესეც 3-თამაშის მოგებისთვის?)ამას დაუმატეთ 8-კაციანი ადმინისტრაცია. რა გამოდის?--გუნდის 3-მოგებული თამაშისთვის 30-მა-ფეხბურთელმა.10-მწვრთნელმა და 12- ადმინისტრაციულმა მუშაკმა:სულ 50-მა კაცმა მიიღო ხელფასი.ახლა დაფიქრდით---ასეთი გუნდის ბიუჯეტის ფულით შენახვას,ჯობია თუ არა ამ ფული 300 მშიერი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, რომელიც შიმშილით იღუპება საქართველოში ყოველწლიურად.
– ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს თბილისის ორგანიზაცია ავრცელებს.

(კვლევაში საუბარია ბავშვთა სწავლის შესაძლებლობებზეც. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 2388 ბავშვი სწავლის შესაძლებლობასაა მოკლებული)
აღარაფერს ვამბობ იმ 30-ფეხბურთელიდან4-ი 35 წელს და 5-ი -31 წელს რომ არიან გადაცილებულები.ყველაზე ასაკიანი კი მალე 39 წლის გახდება.აი რატომ არ უნდა დაფინანსდეს ასეთი უპერსპექტივო,გაბერილ შტატებიანი გუნდი,ქალაქის ბიუჯეტით.მიხიჩზე კიდევ რა უნდა თქვა, კაცმა ის ვერ გაიგო რომ მაგაზე ახალგაზრდა სერ ალექსი წავიდა,მწვრთნელობას თავი დაანება და რაღა დროს მაგის მწვრთნელობაა,მაგრამ რეზო ვერ ხვდება რომ წავიდეს და მთქმელიც არავინ არ ჰყავს.ამდეხანს "სოკარის" ფულებს ხუხნიდნენ,მაგრამ აწი ბიუჯეტის(ხალხის)ფულების ჭამის ნება მე მგონი არ უნდა მივცეთ ამ უპერსპექტივო ,პენსიონერთა გუნდს.ხალხის ფული რაღაც პერსპექტიული საქმისთვის უნდა იხარჯებოდეს.რეზოს კი ვუთხრათ მადლობა და სხვა ასაკიამ ფეხბურთელებთან ერთად გავაცილოტ სახლში."ტორბედო"--პენსიონრების (დიდი მადლობა მათ)თავშესაფარი არ არის.მათ ნაცვლად ჯობია ახალგაზრდები ვათამაშოთ,13-დან 3-ს ისენიც მოიგებენ , სანაცვლოთ პერსპექიული გუნდი გვეყოოლება და მოავლის იმედი მაინც გვექნება
mamulo
11:44 27-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული