ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა "ზუგდიდმა" რუსთავში სათამაშოდ დუბლშემადგენლობა ჩაიყვანა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია კი ავად გახდა და მის ნაცვლად "ზუგდიდს" ოდინდელი დამრიგებელი, ელგუჯა ქომეთიანი მოძღვრავდა.
როგორც შევიტყვეთ, "მეტალურგის" ხელმძღვანელობამ ფედერაციის მიერ ნაბოძები 200 ათასი ლარით ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს 3 თვის ხელფასები გაუსტუმრა, ერთი თვის გასამრჯელო კი კიდევ გასასტუმრებელია...
ეს კარგია, თუმცა შევიტყვეთ ისიც,
სტადიონის მომსახურე პერსონალს გადაწყვეტილი აქვს, უხელფასობის შემთხვევაში არ შეასრულოს საკუთარი მოვალეობა.
გასაგებია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "მეტალურგის" შეფობას უფლება არ აქვს, სტადიონის მომსახურე პერსონალს ფედერაციის მიერ მიცემული ფულით გაუსტუმროს ხელფასი. კლუბის უფროსობამ თავად უნდა მოიძიოს ამ ხალხის გასასტუმრებელი თანხა.
...სიტყვა გაგვიგრძელდა. თუმცა თამაშზე რაღა ვთქვათ, ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რუსთაველებმა 5 გოლი ხომ გაიტანეს და კიდევ არაერთი საგოლე მომენტი გაატანეს ქარს.
აღსანიშნავია ირაკლი სიხარულიძის ჰეთ-თრიკი, რასაც სულ რაღაც... 8 წუთი დასჭირდა.
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
26.11. რუსთავი. "ფოლადი". 100 მაყურებელი
მეტალურგი-ზუგდიდი 5:0 (პირველი მატჩი 2:0)
გოლები: 1:0 კაკაშვილი (33), 2:0 სიხარულიძე (47), 3:0 სიხარულიძე (50), 4:0 სიხარულიძე (55), 5:0 ტორონჯაძე (75)
მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე, ნარიმანიძე, გ. კილასონია, კაკაშვილი, კიტეიშვილი, სიხარულიძე (58. ხაბელაშვილი), ბიწკინაშვილი (46. ვ. კილასონია), ტორონჯაძე, მჭედლიშვილი (57. მიქელაძე), ხიზანიშვილი.
სათადარიგოები: ნადირაძე, გაბაშვილი, ალავერდაშვილი, ქავთარაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ზუგდიდი: ი. ქირია, ქომეთიანი, ქურდაძე, ჭაავა (58. ნიკოლაძე), დ. ქირია, ნ. ქირია (46. შალამბერიძე), ახალაია, გვაზავა, შენგელია, გულორდავა, თუთბერიძე.
მწვრთნელის ასისტენტი: ელგუჯა ქომეთიანი
გაფრთხილება: ახალაია (32)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
უჩა ზერაგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"