ტორპედო-მერანი 3:4 - სასწაულთან ახლოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი მატჩის შემდეგ თუ ამ წყვილში ინტრიგა გაცოცხლდებოდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

"მერანი" ახლოს იყო სასწაულთან, თუმცა საბოლოოდ მაინც "ტორპედომ" იძალა და პირველ მატჩში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ქარს არ გაატანა.

მასპინძელთაგან გოლები ალეკო ჩაკვეტაძემ (21-ე წუთი), ოთარ კვერნაძემ (22) და ნიკო კვასხვაძემ (73) გაიტანეს, სტუმართაგან კი დუბლით ჯერ პაპუნა ფონიავა გამოირჩა (6, 54), შემდეგ კი - მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსული ბესიკ ჩიმაკაძე (57, 65).

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ტორპედო-მერანი 3:4 (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: 0:1 ფონიავა (6), 1:1 ჩაკვეტაძე (21), 2:1
კვერნაძე (22), 2:2 ფონიავა (54), 2:3 ჩიმაკაძე (57), 2:4 ჩიმაკაძე (65), 3:4 კვასხვაძე (73)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა რომ გუშინ მერანმა 4-1 ან 5-2 არ და ვერ მოიგო.საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა მეოთხედფინალში.
ტორპედოს ვულოცავ წარმატებულ,ხეირიან დამარცხებას და მეოთხედფინალში გასვლას!
ჯანგო
13:13 27-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული